ქვესკნელიდან მონაბერი გადალეწავს ქარი ალვას.. ნუ გეშინინ, მოწამეო: ბნელი წარვალს! ბნელი წარვალს იქნებ ქარი გოლგოთაზე უკვდავების მომტანია... აპატიე, აპატიე შენი სულის ლიტანია; და თუ ქარმა, და თუ ქარმა, და თუ ქარმა დაგაშინა... რა გინდოდა ასე მაღლა?! ვინ გელოდა ცათა შინა?!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..