Загрузка...
ლაშა ნადარეიშვილი - ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი - 9 სექტემბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 9 » ლაშა ნადარეიშვილი - ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი


4:32 PM
ლაშა ნადარეიშვილი - ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი
მაგ სუფრიდან არაფერი აიღო!
მაგ სუფრიდან წუხელ გასცეს უფალი!
ქრისტეს მცნება ვინაც ყურად არ იღო,
არ ასცდება იუდას ნასუფრალი!
ზოგი მამლის ყივილამდე გიგანებს!
ზოგი ისევ ამჯობინებს ავაზაკს!
მე კი მხიბლავს შენი ზვრების სიგანე,
სიცოცხლე, რომ ასე გამილამაზა!
გაიცინე, როცა გიმზერს ჯალათი!
გაიცინე, როცა უმზერ არქიფოს!
არაფერი დაიჯერო ამათი!
ოცდაათი ვერცხლიც ამათ ათქვიფონ!
როგორ ახლოს მოფრენილან სვავები!
ეს კანკელიც შინაურმა დალეწა!
რატომ იტანს ფილაქანი სამების
ღვთის ტაძრში შემოპარულ გარეწარს?
ბუღა-თურქიც უნდა მკერდით გათელო,
თუ ცრემლები საქართველოს გამოგდის!
ეს მსტოვრებიც მოინელე ქართველო!
ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2284 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0