Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - მდუმარე ქალაქი (რუსთავი) / guram lacabidze - mdumare qalaqi (rustavi) - 28 ოქტომბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » გურამ ლაცაბიძე - მდუმარე ქალაქი (რუსთავი) / guram lacabidze - mdumare qalaqi (rustavi)


4:09 PM
გურამ ლაცაბიძე - მდუმარე ქალაქი (რუსთავი) / guram lacabidze - mdumare qalaqi (rustavi)
დუმილი სრული და ქსელივით დახლართულ აზრებს,
არ უჩანს ბოლო... თოვლია და სითეთრე ერთობ.
თამბაქოს ღერებს - ერთმანეთში ჩაწყობილ ვაზნებს,
ვეწევი ისე, რომ ერთ ნაფაზ სიკვდილსაც ვერ ვთმობ.

დაბორგავს ქარი (გაყვითლებულ ხეთა დალაქი)
ბინდდება ნელა, გეგონება ზეცას მიშრობენ
და უფრთხილდება, ყოველ ღამით, ჩემი ქალაქი
სიჩუმეს ისე, თითქოს სადღაც სძნივას ღვთისმშობელს.

სასწაულია ღმერთი ფანტელს ციდან რიყავდეს,
არ გეშინოდეს სიმაღლის და მაღლიდან ვარდნის.
რა ადვილია ჩემს ქალაქში ვინმე გიყვარდეს,
უყვარდე ვინმეს, როცა ასე საოცრად ბარდნის.

აქ ყველა კუთხე, ყველა ეზო მოჰგავს კელიებს
და ყველა ქუჩას ჩემი სახლი ქვია სახელად.
ვერ გავექეცი, ვერ გამექცა, ვერ შეველიეთ
მე და ქალაქი თითო ლექსით გრძნობის გამხელას.

და მერე მთებში უკუნეთის შეხამებისას,
დადიან ფრთხილად, არ გათელონ თოვლი შიშობენ.
უფრთხილდებიან დუმილს ისე შეღამებისას,
რომ ჩემს ქალაქში უსათუოდ სძნივას ღვთისმშობელს.

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1839 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidzis poezia, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძის ლექსები, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, guram lacabidzis leqsebi, გურამ ლაცაბიძის პოეზია, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0