Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - სანახევრო ლექსი / guram latsabidze - sanakhevro leqsi - 28 ოქტომბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » გურამ ლაცაბიძე - სანახევრო ლექსი / guram latsabidze - sanakhevro leqsi


4:19 PM
გურამ ლაცაბიძე - სანახევრო ლექსი / guram latsabidze - sanakhevro leqsi
ენგურს აქეთ საქართველო იცვამს გლოვის ჭილობებს,
ვინაიდან ენგურს იქით ვერ იშუშებს ჭრილობებს...

ენგურს აქეთ არ ვუჩივით ტკივილსა და იარას,
ენგურს იქით, სასიკვდილოდ, ჩვენს თავს ვესვრით იარაღს...

ენგურს აქეთ, რწმენის ოფლით, ავაშენეთ ტაძარი,
ენგურს იქით ვერ ჩავაქრეთ ძმათა ხოცვის ხანძარი...

ენგურს აქეთ დავადუმებთ მტრის ორლესულს მუნჯივით,
ენგურს იქით ზარბაზნების ნაკლებობას ვუჩივით...

ენგურს აქეთ, რა გვიჭირს და... ვართ სამშობლობს მფლობელი,
ენგურს იქით გველოდება გადაღლილი მშობელი...

ენგურს აქეთ თავს ვიწონებთ ქართველობით და ვისღა
ანაღვლებს რომ ენგურს იქით მთლად გაშავდა შავი ზღვა

ვდგავარ ასე სანახევრო, საკუთარ თავს ვემდური,
ღმერთო, როგორ ვინატრო რომ ერთ დღეს დაშრეს ენგური...

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2371 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidzis poezia, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძის ლექსები, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, guram lacabidzis leqsebi, გურამ ლაცაბიძის პოეზია, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0