Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - თავისებურად / guram lacabidze - taviseburad - 28 ოქტომბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » გურამ ლაცაბიძე - თავისებურად / guram lacabidze - taviseburad


4:26 PM
გურამ ლაცაბიძე - თავისებურად / guram lacabidze - taviseburad
მაისი იყო...
არ უჩანდა მიწას ნაშრობი
ყინვის და თითქოს თავისთავად მორჩა ზამთარი.
ხეები იდგნენ...
ტოტაწვდილი, ფესვებ გამთბარი
და იდგა ნაძვი ტანდაბალი, ახლად ნაშობი.

მიკვრიდა სწორედ მის ტოტზე რომ იჯდა ბეღურა,
ჰგავდა ის ნაძვი ჩემს სამშობლოს თავისებურად...

ატმები თოვდა...
მზის სხივები მიწას გვალავდა.
ჯებირს ანგრევდა აზვირთებულ ტალღად მდინარე.
ბორგავდა მუხა...
უწინ სუსხში უტყვად მძინარე
და პატარა ნაძვს თვალუწვდენელ ჩრდილში მალავდა.

სხვა ბევრი იდგა ხე მაღალი: მედგრად, მეფურად.
ნაძვი კი ჰგავდა ჩემს სამშობლოს თავისებურად.

მიჰქროდა დღენი...
და მიჰქონდა იასამანი.
გავიდა ასე გაზაფხული, ზაფხულიც მერე.
ჰგავდნენ ჭადრები,
შემოდგომით, განდეგილ ბერებს.
ნაძვი კი თითქოს მოკვეთილი იყო სამანით.

როს ნოემბრემა ყველაფერი შავით შებურა,
მოჰგავდა ნაძვი ჩემს სამშობლოს თავისებურად.

მერე კვლავ ყინვა...
ხან ცხოვრება დაუჯეენს რა ძვირს
დიდებას ვისაც ყოველივე ჰქონდა მდიდრული
იდგნენ ხეები...
გაძარცვული, თავჩაქინდრული
და იდგა ნაძვი, მარადმწვანე, უჭკნობი ნაძვი!

იანვრის ბაღებს თოვლისფერი ნისლი ებურა
და ჰგავდა ნაძვი საქართველოს თავისებურად!

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1527 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidzis poezia, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძის ლექსები, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, guram lacabidzis leqsebi, გურამ ლაცაბიძის პოეზია, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0