Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - დაგიცდი / guram lacabidze - dagicdi - 28 ოქტომბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » გურამ ლაცაბიძე - დაგიცდი / guram lacabidze - dagicdi


4:32 PM
გურამ ლაცაბიძე - დაგიცდი / guram lacabidze - dagicdi
ბაბუაწვერასთვის ჰგავს სულის შებერვას
ფიქრები, რომლებიც გტკივა და განიცდი.
და როგორც ზამთარი, კოჭამდე თებერვალს,
შენ იცვამ პერანგს და...
არ იცი...
არ იცი...

თუ როგორ დაჰყვება ჭადრები ბილიკებს.
მეც ხომ ამ ბილიკზე ხეტიალს ვუნდები.
და როცა ამინდი გრძნობებს აქილიკებს,
შენ ხუჭავ თვალებს და...
დუმდები...
დუმდები...

გიტაცებს ბახის და შოპენის ჰანგები,
სიჩუმეს მოისხამ სხეულის ფარაჯად,
კარს აქეთ სახლი გაქვს - ყინვისგან ნაგები
კარს იქით სივრცე კი...
არაჩანს...
არაჩანს...

გაჰყურებ სარკმლიდან (სიშორით სნეული)
ჰორიზონტს, რომელსაც არსაით მიჰყავხარ
ყოველდღე იღვიძებ ცივი და ეული,
მე მაინც მასეთი...
მიყვარხარ...
მიყვარხარ...

ბაბუაწვერასთვის ჰგავს სულის შებერვას
ფიქრები, რომლებიც გვტკივა და განვიცდით.
და როგორც ზამთარში უსახლო ბებერი,
მე ისევ მოვალ და...
დაგიცდი...
დაგიცდი...

გურამ ლაცაბიძე





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1961 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidzis poezia, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძის ლექსები, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, guram lacabidzis leqsebi, გურამ ლაცაბიძის პოეზია, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0