დღეს მონატრების მწარე ფიქრები არ მტოვებს მარტო, ისევ მიყვარხარ და ისევე ძლიერად გნატრობ, თვალებს გავახელ შენ მელანდები, არ ვიცი რატომ, კვლავაც გამიჩნდა დიდი სურვილი რომ ისევ გნახო. კვლავ თვალწინ მიდგას ბოლო შეხვედრა, ბოლო წუთები, კვლავაც ამბობენ რომ ერთმანეთს ძლიერ ვუხდებით, კვლავ გამიღიმე და ეს იყო ტკბილი ზმანება, გამეღვიძება და შენი სახე ისევ გაქრება. ოდნავ შეგეხე სახეზე და შენ ისევ გაქრი, ისევ მივხვდი რომ შენი სახე ყოფილა ლანდი, რატომ მოდიხარ, რად არ მტოვებ ფიქრებში მარტო, ვერ მომატყუებ ისევ გიყვარვარ, თვალებში გატყობ.
თათია ბეიტრიშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..