Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - ნაცნობი მოგონება უცნობ ქალაქში / amiran janjghava - nacnobi mogoneba ucnob qalaqshi - 6 დეკემბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 6 » ამირან ჯანჯღავა - ნაცნობი მოგონება უცნობ ქალაქში / amiran janjghava - nacnobi mogoneba ucnob qalaqshi


6:02 PM
ამირან ჯანჯღავა - ნაცნობი მოგონება უცნობ ქალაქში / amiran janjghava - nacnobi mogoneba ucnob qalaqshi
გავა წლები და ქუჩებიც, შეიცვლიან სახელებს
ერთ დროს ჩვილი ნერგები კი, დიდ ხეებად დაგხვდება
დააბრალებ ამინდებს და შიში უფრო გახველებს
წვიმს და შენი კი, ვერ პასუხობ : სადა ხარ და რა ხდება?

დგახარ, როგორც უსინათლო და ვერაფერს ვერ ხედავ
გახსენდება იქვე ახლოს დათო,გიო,გელა და
რომ ისხედით ეზოში და კლასში ერთად მერხებთან
ის პატარა გულებიც, ხომ სიყვარულით ღელავდა

ეძებ, ნაცნობ შესახვევს და ფანჯრებს დედის თვალებით
ეზოს სავსეს ბავშვებით და მუდამ ერთგულ გოშიას
მარანს, სადაც ძმა ბიჭები იმ კაცისას დალევდით
ვისაც რომე ძმობისათვის, მუდამ ბოლო გროში აქვს

გავხარ უფრო ცარიელ და მიტოვებულ აკლდამას
მშობლიურ გზის მაძიებელ, უკანასკნელ მოჰიკანს
ვერ ივიწყებ შენი წასვლით, ერთი ძმა რომ აკლდა სამს
და ცხოვრებაც სხვის მიწაზე, ოცნებით რომ მოგიკლავს

წვიმას ციდან გამოქცეულს, საკუთარ თავს ადრი და
აივანზე შემომდგარს, კი კვლავ მიყვარხარ წამოგცდა
ზეცას თეთრად უღიმოდი, იმ დახეულ კადრიდან
იქნებოდი ასე სადღაც ორმოც და ან სამოც და

ათი წლისას პირველად რომ ვაზის ცრემლი დაგისხეს
აჭენებდი ცის კაბადონს თეთრ დამშეულ ცხენებს და
მერე ერთად ჩაგეძინათ შენ, მზესა და კაკლის ხეს
მერე ერთად დაილევა თქვენი ლექსად ხსენება

ამირან ჯანჯღავა







გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1433 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mecamete tvis poetebi, ნაცნობი მოგონება უცნობ ქალაქში, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, robert bernsi, robert burn, nacnobi mogon, me13 tvis poetebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0