Загрузка...
თათია ბეიტრიშვილი - სიყვარული არ იცი / tatia beitrishvili - siyvaruli ar ici - 31 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 31 » თათია ბეიტრიშვილი - სიყვარული არ იცი / tatia beitrishvili - siyvaruli ar ici


8:01 PM
თათია ბეიტრიშვილი - სიყვარული არ იცი / tatia beitrishvili - siyvaruli ar ici
სიყვარულზე ლაპარაკობ,
ამბობ ბევრი მესმისო.
და ამტკიცებ რომ დიდ გრძნობას
დიდი ტანჯვა ერთვისო.
ვიცი რომ არ დაგიკარგავს,
შენ სიცოცხლის სურვილი.
ალბათ არასდროს გიგრძვნია
მისი ნახვის წყურვილი.
თუ არასდროს გიგემია
სიყვარულის სასმისი
და არასდროს განგიცდია
ჟრუანტელის საწყისი.
თუკი უკვე აღარ გახსოვს
მისი სულის მშვენება
და ამბობ რომ ის სუნამო
სხვების სუნში გერევა.
თუ ყველაფერს გირჩევნია
ლუდი, ყავა, ქალები,
მინდა ერთი რამ გირჩიო
გაახილე თვალები.
ერთ რამეში გეთანხმები,
რომ გართობა კარგია,
მაგრამ შენს თავს რომ იტყუებ
ნეტავ რაში გარგია.
მინდა გითხრა რომ ბავშვი ხარ,
ჯერ ცხოვრება არ იცი.
შენ არავინ გყვარებია,
არ დაიწყო აქ ფიცი.
მომავალში ნუ დაიწყებ,
სიყვარულზე ლაპარაკს.
ახლა მოვრჩეთ, საუბარი
სხვა თემაზე გადამაქვს...

თათია ბეიტრიშვილი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1314 | დაამატა: tatia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0