Загрузка...
თათია ბეიტრიშვილი - მონატრება / tatia beitrishvili - monatreba - 31 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 31 » თათია ბეიტრიშვილი - მონატრება / tatia beitrishvili - monatreba


8:15 PM
თათია ბეიტრიშვილი - მონატრება / tatia beitrishvili - monatreba
დღეს მონატრების მწარე ფიქრები არ მტოვებს მარტო,
ისევ მიყვარხარ და ისევე ძლიერად გნატრობ,
თვალებს გავახელ შენ მელანდები, არ ვიცი რატომ,
კვლავაც გამიჩნდა დიდი სურვილი რომ ისევ გნახო.
კვლავ თვალწინ მიდგას ბოლო შეხვედრა, ბოლო წუთები,
კვლავაც ამბობენ რომ ერთმანეთს ძლიერ ვუხდებით,
კვლავ გამიღიმე და ეს იყო ტკბილი ზმანება,
გამეღვიძება და შენი სახე ისევ გაქრება.
ოდნავ შეგეხე სახეზე და შენ ისევ გაქრი,
ისევ მივხვდი რომ შენი სახე ყოფილა ლანდი,
რატომ მოდიხარ, რად არ მტოვებ ფიქრებში მარტო,
ვერ მომატყუებ ისევ გიყვარვარ, თვალებში გატყობ.
კვლავ არ ვჩერდები, ისევ მივყვები ნაცნობ ქარიშხლებს,
ეს სიყვარული მე უდიდეს ძალას მანიჭებს.
მაშინ ირწმუნებ შენ სიყვარულის უსაზღვრო ძალას,
როცა მიხვდები რომ ეს გრძნობა არა ჰგავს თამაშს.
შენ დამარცხდები, ისევ ვიბრძოლებ. არ დავყრი ფარხმალს.
ამ ცხოვრებაში სხვა მიზანი უკვე აღარ მაქვს.
ვიცი პასუხის ჩემთვის მოწერა თუ როგორ გიჭირს,
ამ ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ მოველი სიკვდილს.

თათია ბეიტრიშვილი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1730 | დაამატა: tatia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0