Загрузка...
თეო წიკლაური - შენი გრავიურა (პორტრეტი) / teo tsiklauri - sheni graviura (portreti) - 26 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 26 » თეო წიკლაური - შენი გრავიურა (პორტრეტი) / teo tsiklauri - sheni graviura (portreti)


2:21 AM
თეო წიკლაური - შენი გრავიურა (პორტრეტი) / teo tsiklauri - sheni graviura (portreti)
ღამით შენს პორტრეტებს ოფორტის ფერი აქვს,
ახლა გრავიურის მუღამი მაწვალებს...
შტრიხელით ვაფხიზლებ სკულპტურას მტვერიანს,
მერე ფრიდასავით დავიწნი ნაწნავებს.

სიგიჟის პიკზე ვარ-ვათეთრებ ღამეებს,
მზად არის პორტრეტი, მოდი და იხილე,
ვხატავ-თან ვღიღინებ,ნეტავ რა მამღერებს?!...
შენს ამდენ პორტრეტებს,რა თავში ვიხლი-მე!

გუაშის სურნელით აიჭრნენ ფიქრები,
სხეული პალიტრად ვაქციე-ძვირფასო...
თხემიდან-ტერფამდე შეშლილი ვიქნები,
როგორც იშლებოდა ხატვის დროს-პიკასო.

ტემპერას მარჯნისფრად დაგითრობ ბაგეზე,
სავსეა პორტრეტი კონტრასტულ შტრიხებით...
გისწორებ სახეზე პირველად ხარვეზებს,
ვცდილობ რომ დაგხატო ოცნების მიხედვით.

ახლა შენს ბაგეზე ღიმილი დავფერე,
თვალებში "ბლიკებად" დაგდიან კადრები.
ტუჩები გიღვივის ფუნჯებით ნაფერებს...
ვასრულებ პორტრეტს და შენც გაიბადრები.

ღამით ჩემს ნახატებს ოფორტის ფერი აქვს,
ისევ გრავიურის მუღამი მაწვალებს...
მასტეხინს შევღებავ პალიტრის ფერიანს,
დილით ფრიდასავით გავიშლი ნაწნავებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1773 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: teo ciklauri, portreti, teona tsiklauri, თეო წიკლაური, პორტრეტი, შენი გრავიურა, teo tsiklauri, teona wiklauri, teona ciklauri, teo wiklauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0