Загрузка...
ოთარ რურუა - საქართველოში / otar rurua - saqartveloshi - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ოთარ რურუა - საქართველოში / otar rurua - saqartveloshi


10:59 PM
ოთარ რურუა - საქართველოში / otar rurua - saqartveloshi
საქართველოში თუ დაიბადე
ნუ მიეცემი ძილსა საღათას,
ურჩობისა და ღალატისათვის
თავს წაგაცლიან, როგორც პაატას.
საქართველოში თუ დაიბადე
დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის...
სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის
გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს.
თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას,
უნდა ააგო ტაძარი მტკიცე;
კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას
ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს.
გაიხარებენ შადიმანები,
თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს...
პაპანაქება სიცხეში ტანზე
თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!..
ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და
სულიერადაც არ უნდ დაეცე,
კოსტავასნაირ ადამიანებს
დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს.
ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით,
მრავალჭირვარამგადახდილები...
თავისუფლების სადარაჯოზე
დგანან ახალი ავთანდილები!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1347 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: otar ruruas leqsebi, otar ruruas shemoqmedeba, ოთარ რურუა, პოეზია, saqartveloshi, ოთარ რურუას ლექსები, saqartvelo, საქართველოში, საქართველო, otar rurua | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0