Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - ერთი პატარა გოგო მიყვარდა / shota nishnianidze - erti patara gogo mikvarda - 30 მარტში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 7:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » მარტი » 30 » შოთა ნიშნიანიძე - ერთი პატარა გოგო მიყვარდა / shota nishnianidze - erti patara gogo mikvarda


4:06 PM
შოთა ნიშნიანიძე - ერთი პატარა გოგო მიყვარდა / shota nishnianidze - erti patara gogo mikvarda
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1717 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: nishnianidze shota, ლექსები, პოეზია, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ნიშნიანიძის ლექსები, ლექსების პორტალი, ნიშნიანიძე შოთა, shota nishnianidze, პოეზიის პორტალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0