Загрузка...
ციცი სულაშვილი - თუ ხვალინდელი მზის ამოსვლა ჩემთვის დაღამდა... - 7 მაისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » მაისი » 7 » ციცი სულაშვილი - თუ ხვალინდელი მზის ამოსვლა ჩემთვის დაღამდა...


3:16 PM
ციცი სულაშვილი - თუ ხვალინდელი მზის ამოსვლა ჩემთვის დაღამდა...
მე რომ მოვკვდები ალბათ ყველას დაგავიწყდებით,
თან წამიღებენ დროის თეთრი ფერის ნისლები.
გარდავიცვლები ძალიან შორს, ჩრდილი ვიქნები,
მკვდარი მე მხოლოდ მესაფლავეს გავახსენდები.

ვიცი ცხოვრება ასეთია, განა რას შევცვლი,
მიბორგავს სული, ნაღვლიანი წარუვალობით,
თითქოსდა ცოცხალს გიღიმიან შენიღბულები,
მიწის იქით კი აღარავის არ აგონდები.

არ ვიცი იქნებ მეტის მეტი მაწამებს ფიქრი,
იქნებ შიში მდევს აღარ ყოფნის, აღარ არსობის,
თუ ხვალინდელი მზის ამოსვლა ჩემთვის ღამდება
ნუ გამიმეტებთ მარადიულ შებინდებისთვის.

ციცი სულაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1458 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0