Загрузка...
ქეთევან ნათელაძე - რა იცის თოვლმა... / qetevan nateladze - ra icis tovlma... - 2 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 2 » ქეთევან ნათელაძე - რა იცის თოვლმა... / qetevan nateladze - ra icis tovlma...


4:32 PM
ქეთევან ნათელაძე - რა იცის თოვლმა... / qetevan nateladze - ra icis tovlma...
გათოშილ თითებს, დეკემბრის ლოდინს,
შემოსჩენია ნაცნობი სევდა,
რა ენაღვლება თოვლს, თოვლი მოდის,
თოვლი ბრმაა და ვერაფერს ხედავს.
ვერ ხედავს გული ფუჭად რომ დაშვრა,
ვერ ხედავს, როგორ აცივდა გულში,
თოვლმა რა იცის, ჯერ კიდევ ბავშვმა,
შენ სხვა გრძნობით რომ თბებოდი გუშინ.
რომ დავრჩი ჩემი ტკივილის მიღმა,
თოვლმა რა იცის, მაშინაც თოვდა,
გულმა რომ დაგთმო და მთელი ის დღე,
შეციებული ჩიტივით თრთოდა.
დგას კართან თოვა და თითქოს მელის,
რომ ამედევნოს მარტოსულს გზებზე,
და როგორც შენი დაღლილი ხელი,
გაუბედავად მეხება მხრებზე.
მეხება და სულს ტკივილით მივსებს,
გაყინულ ცრემლებს ვერ იტევს თვალი,
ითოვოს ნეტავ, ითოვოს ისე,
რომ სუყველაფრის წაშალოს კვალი!
ახლაც ხომ თითქოს იგივე დარდად,
მოვიდა თოვლი და ხვალაც მოვა,
აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და
რამე სიგიჟეს ჩაიდენს თოვა.
და ყველა ფიფქი ფეთქავს გულივით,
და ფარავს ქუჩებს მომცველი ყოვლის,
ჩემი შენდამი სიყვარულივით,
საბედისწეროდ მშფოთვარე თოვლი!

ქეთევან ნათელაძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1577 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ქეთევან ნათელაძის შემოქმედება, poezia leqsebi, პოეზია ლექსები, ქეთევან ნათელაძე, qetevan nateladze, qetevan nateladzis leqsebi, ქეთევან ნათელაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0