4:45 PM ქეთევან ნათელაძე - ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან / qetevan nateladze - qalebi, romlebic tavdakhrit midian
|
ვუყურებთ, როცა წვიმს და გარეთ ბინდია, მკვდარი პეპლებივით უსულო ნათურებს, ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან, ჰგვანან მიტოვებულ, შუქჩამქრალ სადგურებს.
დასასრულს შემინდო, ცდუნება დიდია, შენს დღეებს მზითა და ხალისით ვერ ვრთავდე, ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან, მიდიან არსად და მიდიან ღმერთამდე.
ირეკლავს ლაჟვარდი მთებს თეთრად შევერცხლილს, და ქარის უღონო გაისმის ხველება, მიყურე თვალებში, მიხვდები ვერ შემცვლის, ცხოვრება თავისი ბინძური ხელებით!
მიყურე, მიხვდები ვერაფრით დალაგდა, დარდი და ტკივილი, გულმა რომ გაგანდო, მიყურე, მიხვდები, რომ შენ კი არა და მაისის წვიმებსაც ვერასდროს ვღალატობ.
რომ ხშირად სიტყვები ჩამტყდარი ხიდია, და ხდება, არაფერს იწყებენ თავიდან, ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან, და ქალებს მოჰგვანან ფრანგული დრამიდან.
არაფრით არ ჰგვანან მირაჟს და იდიალს, თავისი ხვედრი და თავისი გზები აქვთ, ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან, და მხოლოდ საოცარ სიზმრებად რჩებიან.
არიან, ცხოვრობენ, ზღაპარი როდია, აქვთ უხმო ტკივილით ჩამქრალი თვალები, და თითქმის არასდროს უკან არ მოდიან, როდესაც თავდახრით მიდიან ქალები.
ქეთევან ნათელაძე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2092 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ქეთევან ნათელაძის შემოქმედება, poezia leqsebi, პოეზია ლექსები, ქეთევან ნათელაძე, qetevan nateladze, qetevan nateladzis leqsebi, ქეთევან ნათელაძის ლექსები
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|