Загрузка...
ქეთევან ნათელაძე - *** / qetevan nateladze - *** - 2 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 8:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 2 » ქეთევან ნათელაძე - *** / qetevan nateladze - ***


5:02 PM
ქეთევან ნათელაძე - *** / qetevan nateladze - ***
მთელი ქალაქი არაფრობის იყო კატორღა,
სადაც იმედი მაცხოვარის მსგავსად იშვა და,
ის გაზაფხული ბევრს ნიშნავდა მაშინ რატომღაც,
ეს შემოდგომა აღარაფერს აღარ ნიშნავდა.

ვით სახლი უხმო, უპატრონო, სახლი უკარო,
გულიც რაღაცას მისტიროდა სხვისთვის გაჩენილს,
და ის სიტყვები ქარს წაეღო სადღაც უკვალოდ,
ვით თითებშუა ჩაფანტული ქვიშის ნარჩენი.

ტოვებდნენ გზები მოურჩენელს სულში იარას,
ცა ვარსკვლავებით გაზაფხულდა და გაიკვირტა,
შენ რომ წახვედი სამუდამოდ, მე ის კი არა,
ასე უნიჭოდ რომ წახვედი მე ის მიკვირდა...

სხეულმა ღმერთი ძვლებამდე და მეტად შეიგრძნო,
ოდეს სანთლები მოელვარე ჰფენდნენ ათინათს,
ამ პირაკრულმა ცამ მოთმენა ვეღარ შეიძლო,
და მონატრება მიწას წვიმად გადმოადინა.

მთებს დადუმებულთ მთვარე ჰქონდათ მაშინ სამხარად,
აღარაფერი არ დაიწყო მაშინ თავიდან,
და სულნატკენმა სიყვარულმა თავი ჩახარა,
და ამ გულიდან გაურკვეველ ვადით წავიდა.

ქეთევან ნათელაძე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2503 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ქეთევან ნათელაძის შემოქმედება, poezia leqsebi, პოეზია ლექსები, ქეთევან ნათელაძე, qetevan nateladze, qetevan nateladzis leqsebi, ქეთევან ნათელაძის ლექსები | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0