Загрузка...
ქეთევან ნათელაძე - ნუ გადამარჩენ!.. / qetevan nateladze - nu gadamarchen!.. - 2 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 8:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 2 » ქეთევან ნათელაძე - ნუ გადამარჩენ!.. / qetevan nateladze - nu gadamarchen!..


5:27 PM
ქეთევან ნათელაძე - ნუ გადამარჩენ!.. / qetevan nateladze - nu gadamarchen!..
ნუ გადამარჩენ, თუ ტკივილმა ხატა თვალები,
თუ მძიმე ხვედრი აკისრია ბედის განაჩენს,
ჯვრის საწერად რომ იქუხებენ ტაძრის ზარები,
ხელს ნუ შემიშლი და განწირულს ნუ გადამარჩენ!
ნუ გადამარჩენ, მისტიურს რომ მშთანთქავს დარდები,
და რითმები რომ მოასწრებენ აფრად აშვებას,
ნუ გადამარჩენ, მწუხრისას რომ კლდეზე დავდგები,
ტანმოზიდული, ჩანჩქერივით გადასაშვებად.
ნუ გადამარჩენ, ნუ განდევნი ცრემლის სურავანდს,
ნუ შეეცდები შეიცვალოს ჩვენი როლები,
როცა სუყველა გამიმეტებს დასაღუპავად,
ნუ გადამარჩენ, სუყველას ნუ შეებრძოლები.
ნუ გადამარჩენ, გზააბნეულს ბედის გამოცდით,
მე ფოთოლცვენის არ ვესწრები ყვითელ ჩვენებებს,
ნუ გადამარჩენ უსუსურს და ძალაგამოცლილს,
როს დამწყევლიან ქარები და შემაჩვენებენ...
წამომეწევა ქარიშხალი და დარდს ამიშლის,
ნუ შეეცდები და ნუ შეცვლი ამ მკაცრ განაჩენს,
ამ სიყვარულის დამანგრეველ აპოკალიფსში
დაღუპვა მინდა, გევედრები, ნუ გადამარჩენ!..

ქეთევან ნათელაძე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1969 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ქეთევან ნათელაძის შემოქმედება, poezia leqsebi, პოეზია ლექსები, ქეთევან ნათელაძე, qetevan nateladze, qetevan nateladzis leqsebi, ქეთევან ნათელაძის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0