Загрузка...
როინ აბუსელიძე - მე ყველაფერს ვაპატიებ ევას / roin abuselidze - me kvelafers vapatieb evas - 4 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 4 » როინ აბუსელიძე - მე ყველაფერს ვაპატიებ ევას / roin abuselidze - me kvelafers vapatieb evas


12:30 PM
როინ აბუსელიძე - მე ყველაფერს ვაპატიებ ევას / roin abuselidze - me kvelafers vapatieb evas
მე ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის შემცდენელი მე ვარ,
რასაც ვეღარ ვუარყოფ და წავშლი -

წარსულიდან და ვპატიობ კაენს,
იმას დღეს რომ პატიობენ აღარ
და ლოცვისას თიხას ვკოცნი მაინც,
ღვთისმშობელიც თიხის იყო რახან.

ჩემთვის სულ სხვა შენდობის დღე დადგა,
მას შემდეგ რაც სიამაყე ვთელე
და ვპატიობ პილატესაც რადგან
მე ვიყავი ვინც მას ჰბანდა ხელებს…

მე ყველაფერს ვაპატიებ გწამდეს,
ბრმა იუდას, რომ გაყიდა ქრისტე
და მართალი თუ ვიქნები ცამდე,
მერე იქნებ იმ უნარსაც მივწვდე -

განურჩევლად სქესისა თუ ფენის,
ყველაფერი ვაპატიო ყველას
და ცოდვები გავიყოლო შენი,
სადაც ცხელა და იმაზე მეტად -

ვიდრე ჩვენ რომ სარეცელზე ვიყოფთ,
ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რიგით,
მაგრამ მიჭირს ორ ცეცხლს შუა ვიყო,
ან გადმოდი აქეთ ანდაც იქით -

მე გადავალ, მერე წარსულს წავშლი
და ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის განაჩენი მე ვარ!…

როინ აბუსელიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1530 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidzis shemoqmedeba, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0