Загрузка...
როინ აბუსელიძე - შენი ნეგატივი ზეციდან / roin abuselidze - sheni negativi zecidan - 4 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 4 » როინ აბუსელიძე - შენი ნეგატივი ზეციდან / roin abuselidze - sheni negativi zecidan


12:36 PM
როინ აბუსელიძე - შენი ნეგატივი ზეციდან / roin abuselidze - sheni negativi zecidan
იცი, ხშირად მიფიქრია:
რა მოხდება
ერთ საღამოსაც
პლაჟზე რომ ერთად წავიდეთ,
მე დავჯდე შენს წინ,
ზღვას ზურგი შევაქციო,
შენ უცქერდე ჰორიზონტს
და მზის ჩასვლას მაგ თვალებში ველოდებოდე?
მე მიფიქრია...
.
შენი წუთები სხვების წლებზე ბევრად ძვირი ღირს,
გადაშლილია ხომალდების ვრცელი ტაიგა,
მე კი სათქმელი შემრჩენია ისე ირიბი,
ლექსის გარეშე რთულია რომ რამე გაიგო.

ბინდდება, ქრება დროებითი ხაზი, ბილიკი,
ამღვრეულ ღელვას ჰორიზონტზე მიაქვს ნავები,
მზის ჩასვლის შემდეგ შენი მზერაც ისე თბილია,
ზღვაში კი არა მაგ თვალებში ვიბანავებდი.

სხეულშიც მეტი სიცხეა და მეტი ზეიმი,
ვიდრე ნაპირზე, ვიდრე ადრე, ვიდრე - ვიდრემდი
და როგორც ზღვაში მოტივტივე მეთევზეები
ითმენენ ლოდინს, გეფიცები ისე გითმენდი.

ვიცვლიდი ნიღბებს, იღვრებოდა ტალღის არია,
(თითო ნიღაბი გწამდეს ყველას გამოუჩარხავს)
მაგრამ მე ბედმა დამარწმუნა - უფრო მწარეა
ნიღბების მიღმა რომ გიყვარს და... რომ არ უყვარხარ!

იქნებ აღარ ღირს სიყვარულზე თავის შეწირვა?!
ქარს ვატან სიტყვებს ამიტომაც ქარის დინებით,
წუხელ გფიქრობდი და იმდენ ხანს არ ჩამეძინა
შენ რომ გცოდნოდა ალბათ არც შენ ჩაიძინებდი.

როინ აბუსელიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1489 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidzis shemoqmedeba, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0