Загрузка...
თამაზ ჭილაძე - სულ ერთმა ჭიქამ - 14 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 14 » თამაზ ჭილაძე - სულ ერთმა ჭიქამ


3:01 PM
თამაზ ჭილაძე - სულ ერთმა ჭიქამ
სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე და მომაგონდი.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...
ვიფიქრე - წავალ, გავივლი გზაზე,
შევხვდები ალბათ ამ ქუჩის ბოლოს,
სხვა ფერის კაბა ეცმევა მხოლოდ,
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე
რხევით, ღიმილით, ხმით და სიცილით!
მომინდა უცებ შენი სიცივეც...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა -
ოქტომბრით სავსე და შენით სავსე...
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ...
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1417 | დაამატა: katherine | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0