Загрузка...
მიხეილ ქაშიაშვილი – სული გაიჭრა / mikheil qashiashvili - suli gaichra - 6 მაისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მაისი » 6 » მიხეილ ქაშიაშვილი – სული გაიჭრა / mikheil qashiashvili - suli gaichra


11:18 PM
მიხეილ ქაშიაშვილი – სული გაიჭრა / mikheil qashiashvili - suli gaichra
სული გაიჭრა სივრცეებს მიღმა,
როს ზენარ ნებას მან უთხრა ნდობა...
ვერ დაიჭირა ცხოვრების ჩიხმა
და ცივ სამყაროს დაემშვიდობა!

ეჰე, ეჰეჰე! თქვენ, ვარსკვლავებო!
მოვქრივარ თქვენსკენ ანგელოზივით!
დიდებულია სილაღის გემო,
როს გაშლილ ეთერს მივაპობ ჟინით!

რა შეაკავებს ამ სურვილს, წადილს,
ვინ იტყვის "სულო, დაკეცე ფრთები".
ო, სპეტაკია ეს სწრაფვა ცამდის,
როს აღმაფრენის სისწრაფით ვტკბები!

ვიცი, ო, ვიცი, რომ რაც დრო გავა,
ბევრი მომყვება თვით ცაში ფრენით!
არ უნდა იმას განსჯა და დავა,
რომ უკვე მივწვდი ცას აღმაფრენით..!

სული გაიჭრა სივრცეებს მიღმა,
როს თვით ზენაარს მიუგო ნდობა...
ვერ დაიჭირა ცხოვრების ჩიხმა
და ბნელ სამყაროს დაემშვიდობა...

ავტორი: მიხეილ ქაშიაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1028 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0