Загрузка...
მიხეილ ქაშიაშვილი - გზის მაძიებელს / mikheil qashiashvili - gzis madziebels - 6 მაისში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » მაისი » 6 » მიხეილ ქაშიაშვილი - გზის მაძიებელს / mikheil qashiashvili - gzis madziebels


11:21 PM
მიხეილ ქაშიაშვილი - გზის მაძიებელს / mikheil qashiashvili - gzis madziebels
აღინთებიან კვლავ და კვლავ წინ მომავლის სვეტად
ცით გარდმოსულნი, – აღმაფრენის მომგვრელნი სხივნი
და თაობათა დაუცხრომელ რიგებთან ერთად
მარად ექნება მოაზროვნეთ რიგებში ლხინი...
ღვთივხატებანნო, ოდეს დაცხრეს სწრაფვანი შენნი
პირველზრახვანნი მიწიერნი – სულისთვის სენი...

*****

ყრმობის გარდასულ ჟამიდან დღეს საუცნაუროდ
გარდამოვიდა და გაცოცხლდა წარსულის ლანდი,
ახლა ვფიქრობ და აწ ბავშურად აღარ ვხმაურობ,
როს მჩვეოდე მე, ყველას თვალში როს ცელქი ვჩანდი...
მაინც რა იყო ის სილაღე და სულის გრგვინვა
ყმაწვილობის ჟამს ამდენ ძალის ხარჯვად რომ ღირდა...

*****

ჰე მეგობრებო, ძმობილებო განუყოფლობის,
დე ნურასოდეს დაირღვევა ჩვენი ერთობა,
დე ნუ დავკარგავთ სიყვარული რას ჰქვია ყრმობის,
და გაცივება სხვა ასაკში ნუ დაგვეტყობა...
თორემ ჟამს მიაქვს ყმაწვილური ჟინი ძლიერი
და წინ გვიქადისს, რომ მოგველის ტყე – უსიერი...

*****

იყო დრო, როცა მე ეული დავადექ ვრცელ გზას,
გამოუცდელი, და განცდებში ძლიერ მყოფელი,
თუმც ერთის მიზნით, – გავივლიდი მთელს ჩემს ცხოვრებას
ისე, რომ რწმენა მექნებოდა უცილობელი.
ეკლიან გზაზედ წინ ვიცოდი რა მომელოდა,
მაგრამ ო, მხოლოდ წინსვლისა და ბრძოლის მჯეროდა!

*****

მრავალი მტერი გამოვცადე, მრავალნაირი,
პირდაპირიც და ისეთიც რომ ზურგში ხმალს ჩაგცემს,
ისეთიც ტკბილი ენის ძალით ძირს რომ გაგითხრის,
ხოლო პირში კი გეფერება და ღიმილს აჩენს...
აშკარა არის, – ვინც ყველაზე ხშირად გიღიმის
არ უნდა შეცდე, არ იწამო სიტყვანი იმის...

****

ადამინებს ურჩევნიათ რომ შეგიცოდონ
და თქვან: "უფალო, შეიწყალე ეს საცოდავი"
ვიდრე გიყურონ წარმატებულს მუდამ ესოდენ,
რომ შურისაგან არ ახალონ სქელ კედელს თავი...
შენ კი, ჭაბუკო, მხოლოდ რწმენით, მიჰყევი იმას,
რასაც რომ არქმევ ოცნებას და გულის მწველ მიზანს!

*****

არ ჩაიჩოქო, არ გაბედო სთქვა "დავიღალე
და დღეის საქმეს გავაკეთებ აწ უკვე ხვალე".
ო, სწორედ მაშინ გაიხსენე გზა გასავლელი
წინ რამხელაა, დრო კი არ გაქვს ცხოვრების გრძელი...
ყოველი წამი ბრილიანტზე ძვირფასად ჰყავი,
და არ დაზოგო, არ დაზოგო მიზნისთვის თავი!

*****

ბევრი მოშურნე, ბევრი მტერი, ბევრი მლიქვნელი,
შენ მოგაძახებს, "ჰა, შეეშვი ამაო შრომას".
ბევრი დაცინვაც და დაგმობაც უთუოდ გელის,
როს მოინდომებ შენ უგუნურ ბრბოსგან განდგომას...
ნუ შეგაშინებს ბოროტება და დღეთა დენა,
და გქონდეს შენი თავისა და მიზანის რწმენა!!!

****

ავტორი: მიხეილ ქაშიაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1146 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0