მთავარი » 2015 » მაისი » 15 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ვერ გაუგეს მთვარეს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - ver gauges mtvares
7:14 AM ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ვერ გაუგეს მთვარეს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - ver gauges mtvares
|
ღრუბელნი ყლაპავენ მთვარეს და უშვებენ, ტოვებენ, მიდიან არ ესმით მთვარის და ხალისად ეძებენ ვარსკვლავებს მითიანს
რომელთაც აქვთ კარგი წარსული რომელზეც წყალი და სიცოცხლე ოდითგან იყო და დამწუნიც არ ჰყავდა. არავინ იწვოდა
არც მზით და არც რამე ნათელით. მიხვდებით, რომ ვამბობ, მემგონი, იმ ბიჭზე, ამ ღამე ნათევი თვალებით რომ წერდა გოგონას.
რომელსაც არ ჰქონდა მისდამი გრძნობები, ფიქრი ან ღელვანი. მთვარე კი რჩებოდა დარაჯად ბიჭი კი წერდა და ვერავინ
ხვდებოდა მის სულს და შინაგანს, რადგანაც სხვა იყო. დღეს ჩრდილსაც დასდევს და ხვალე კი შიდა კარს ჩარაზავს. და თქვენ კი შეშლილსაც
ვერ იცნობთ, მიაგდებთ, გარიყავთ. არავის არ ესმის დღეს ჩემი. ძლიერ მსურს ელენე, გამიყო, შენ გული, თორემ მე ვეჩვევი
მთვარესთან მონოლოგსა და უშენობისგან – სიმარტოვეს!..
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 30.04.2015
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1074 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartvelis poezia, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლ
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|