მთავარი » 2015»მაისი»15 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სიკეთე და ღიმილი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sikete da ghimili
7:33 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სიკეთე და ღიმილი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sikete da ghimili
ვისწავლოთ ღიმილი – ნერვების სანაცლოდ, ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო და ალერსი. ვფიქრობდი პოზიტივს ტალღებით გამევრცო, და ჩემი სიცოცხლე კალთებზე დამესვა.
ვიყოთ ჩვენ ლაღები, ტკივილიც გვახსოვდეს, და ჭიქა ღვინითაც წარსულნი დავლოცოთ. შემდეგ კი ვილოცოთ, რომ ვნახოთ სამოთხე, თუნდაც ერთ წამით და უფალმა დავმოძღვროს.
ვიცი რომ, არა ვართ ჩვენ ამის ღირსები მაგრამ თუ ვიხილავთ ჩვენ ქრისტეს ქუჩაში და ვიცნობთ, ესაც კი ისევე მის ნებით. ვთესოთ ჩვენ სიკეთე, და მარტოდ თუ დავრჩით,
ესეიგი ასეა საჭირო ალბათ და ღიმილი სახეზე შევიშროთ მაინც ჩვენ და ახლა ეს ლექსიც ისევე დალაგდა როგორც მე მინდოდა. და ახლა ჩავიცვათ
სიკეთე შარვლად და სიცილი ქურთუკად, დავთესოთ ორივე – მოიმკას სამყარომ! ჩვენ ისევ არ გვინდა სალამზე ლოდინი, უბრალოდ მწვანესაც სიყვითლე ვაცადოთ...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 14.05.2015
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..