Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე ახლა მოვკალი კოღო / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me akhla movkali kogho - 12 სექტემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 12 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე ახლა მოვკალი კოღო / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me akhla movkali kogho


4:32 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე ახლა მოვკალი კოღო / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me akhla movkali kogho

მე ახლა მოვკალი კოღო,
მაგრამ არ მგონია თავი
მართალი, მტყუანიც - მხოლოდ
ვეძებ დღეს სიგიჟეს ნამდვილს,
რომელსაც საწყისი არ აქვს
და თან არ გრძელდება რამით.
როცა კი ვაგდებდი ნაგავს
ვყრიდი იმ სითბოსაც ლამის
რასაც მე გავცემდი ხელით
პარკზე ან ყუთზე ან სხვა რამ..
ყოველთვის მესმოდა მთვრალის
რომელიც ბორდიურს მცირედ
ამძიმებს და ერთი თვალით
მიყურებს მეორე მწიფე
აზრივით იცმევს ის ქუჩას
ან ქუჩა ეცმევა მას და
მოვკალი კოღო მე თუმცა
ისევე მოვკლავდი ახლაც.
ჩვენ ხალხი ვივიწყებთ ერთურთს,
ერთ სისხლს და იმავე კოვზსაც
რომლითაც ვკვებავდით წარსულს.
მინდა რომ გავზარდოთ დოზა
სიყვარულს როდესაც ფასი
არა აქვს ხვდები რომ მარტო
ივიწყებ სხეულს და გასცდი
საზღვრებს და იფიქრებ რატომ?
ვამბობ რომ მე კოღოც მიყვარს,
რადგანაც მის გარდა სხვას მე
რომ არ ვახსენდები, ნიკაპს
გარდაც ის ყველგან მკბენს, საქმეც
ეს არის მისი და ისევ
რადგან მაქვს და მიყვარს წვერი
ამისთვის ბევრ რამეს ვისმენ
მაგრამ დღეს ისევე წერით
გავიყვან დროს ჰოდა დარდად,
ერთი რამ დამრჩა რომ მხოლოდ
მოვკალი კოღო მე ახლა,
მე ახლა მოვკალი კოღო!..




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1265 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz qartvelis leqsebi, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, leqsebi poezia, nikoloz kartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0