Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * * - 20 სექტემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 20 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


4:56 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *
ყველას თავისი სიმართლე აქვს,
მაგრამ ზოგის ემთხევა,
ბევრის კი განსხვავდება.
ხალხი უნდა მივისწრაფოდეთ
უფლისაკენ -
მშობელი სიმართლისა
და
თვით სიყვარული.
ძალადობის დროს, ორივე მხარე ცრუა.
ერთს როგორი მართალიც ჰგონია თავი,
იმდენად უახლოვდები სიცრუეს,
რადგან ხელს სწევს
და
არ ჰპატიობს მეორეს.
რადგან მთავარს ივიწყებს,
რომ
სიყვარულშია - სიმართლე,
უფალიც რომ ჯვარზე გააკრეს
- ის ამბობდა
- "შეუნდეთ, არა იციან რასა იქმან"
თქვენ კი უბრალოდ ეკიდებით სიტყვებზე
და არ ითვალისწინებთ შედეგს
ან თვენში ჩაბუდებული სატანა,
უამრავ რამეზეა წამსვლელი.
ვიხსენებ ბავშვობაში,
ნეკა თითებით შერიგებას,
"ნეკი-ნეკისაო, შერიგებისაო"-ს
ჩვენს კი
მაინც დავუთმოთ,
შევუნდოთ,
ხელი ჩამოვართვათ
ერთმანეთს
და
ვუთხრათ რომ
- რას იზამ ძმაო,
ცხოვრება გრძელდება!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0