Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე / amiran janjghava - qarma fotlebis shemoacva quchebs matine - 20 სექტემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » სექტემბერი » 20 » ამირან ჯანჯღავა - ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე / amiran janjghava - qarma fotlebis shemoacva quchebs matine


6:11 PM
ამირან ჯანჯღავა - ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე / amiran janjghava - qarma fotlebis shemoacva quchebs matine
ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე
ცა კი ღრუბლებმა შემორაგეს თეთრი მესერით
შენ ეს შეძელი, ყველას გული ერთად მატკინე
დღემდე ნასროლი ყველა ტყვია ერთად მესროლე.
კადრებით ვხვდები ახლო არის ახლა ფინიში
წვიმა - ბუნების უტყუარი ძველი მიმიკა
მინდა რომ ერთხელ შენს სხეულთან ახლოს მიმიშვა
და მერე სულზე შენი სუნთქვა ისე მივიკრა
მთელი სხეული ავწიო და სადმე ვისროლო
ანდაც კედლებთან ლექსებივით ჩუმად დავტოვო.
სამწუხაროა, მე არ მერგო ალბათ ის როლი,
როცა ახალ წელს გაჩუქებდი ვარდებს დათოვლის.
მაგრამ რას იზავ, ასე არის როცა მესერი
- შენი სხეული, სულს გიფარავს როგორც მატინე.
შენ ეს შეძელი, ყველა ტყვია ერთად მესროლე,
დღემდე ნატკენი ყველა გული ერთად მატკინე.

მეცამეტე თვის პოეტები - ამირან ჯანჯღავა
mecamete tvis poetebi - amiran janjghava


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1213 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mecamete tvis poetebi, ლექსი, ლექსები, პოეზია, მეცამეტე თვის პოეტი, amiran janjgava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები, me13 tvis poetebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0