Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ელენიკო ჩვენს გულებშია. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - eleniko chvens gulebshia. - 18 ნოემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ნოემბერი » 18 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ელენიკო ჩვენს გულებშია. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - eleniko chvens gulebshia.


3:03 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ელენიკო ჩვენს გულებშია. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - eleniko chvens gulebshia.
ნერვებს ვერ იმშვიდებ.
კართან ახლოს,
ბუჩქს უთლი ფოთოლის მისაბმელ წვრილ თითებს ფრჩხილით.
გარეთ კი ცივა.
იცი, რომ მას ტკენ,
რადგან როგორც კანგაცლილი ცხოველი მაცივარში დამწყვეული,
ისე შეიძლება სციოდეს მას.
მაგრამ გულს იმშვიდებ, იმით, რომ ეს მას შეუხორცდება ისევე,
შენ კი ნერვები,
ოდესმე...
ყელში თოკივით რაღაცა გიჭერს.
არ გინდა ტირილი,
იცი, რომ მაინც ვერაფერს უშველი.
მაგრამ თვალცრემლიანი დგახარ
და
ღრმად შეისუნთქავ და ამოისუნთქავ ჰაერს.
უჩქარებ გაშმაგებული გულისცემის რიტმს უყულობ პირს.
ღია პირსა
და
ამ ჰაერის ნაკადს, ასველებს თავისით წამოსული ცრემლი.
არ იცი ვის რა უთხრა.
დგახარ.
ელოდები იმ მომენტს, რისი ხილვაც არ გინდა.

... ... ... ... ... ... ... ... ...

მიდიხარ მაღაზიაში, იღებ ძლიერ ლუდს.
მიდიხარ იქვე მეგობართან,
ისაც გეუბნება, რომ არ შეუძლია წამოსვლა,
უწილადებ მას რამოდენიმე ყლუპს,
დანარჩენს კი - შენ ისხავ შიგნით.
გამოდიხარ მეგობრიდან.

... ... ... ... ... ... ... ... ...

ელოდები.
მიჰყვები ხალხს,
იქ სადაც ოდესმე გამოინახება საკუთარი ადგილიც.
არ გინდა წასვლა, ყურება, მაგრამ ფეხები თავისით მიდის.
მიხვედი...
ძნელია ყურება...
ართმევ ხელს მათ ვინც მაქამდე არ გინახავს.
არ იცი რა უთხრა.
მორჩა.
აყრი ხელით მიწას, რამოდენიმე ამოღებას
და
მიდიხარ უკან.

... ... ... ... ... ... ... ... ...

ფიქრობ.
არც იცი რაზე უნდა იფიქრო.
გინდა დამშვიდდე.
იცი რომ ოდესმე,
იმედია რეალურადაც მოგეცემა საშუალება მისი ხილვის,
ვისაც გულით ატარებ.
იხსენებ ფოთლებს,
რომელიც უკვე დავარდა
და
ვიღაცამ ფეხით გადაუარა...
გინდა რომ იწვიმოს,
რადგან
ჩამოგრეცხოს ეს სევდა
და
ტკივილი.

... ... ... ... ... ... ... ... ...

იშვიათად ვხედავდი,
როდესაც ვნახულობდით ერთმანეთს გვიხაროდა.
ვიცნობდი მის ძმასაც, რომელთანაც ბურთი მაქვს ნათამაშები.
წლების სიმცირის გამო, ჯერ ვერ დავლიეთ ერთად,
მაგრამ იმედია ამასაც ეშველება.
ამ ნათქვამზე ცოტათი გამეღიმა
და
რაღაც იმედის ნაპერწკალი ჩამყვა, რომ ეს დასრულდება ისე,
რომ სიტყვები არ მყოფნის,
არ ვიცი როგორ დავამთავრო დაწყებული.
ხედაც მამამისს - კარგ ადამიანს.
გინდა მიხვიდე,
მაგრამ არ იცი რა უთხრა.
უყურებ - სდუმხარ.
ბრუნდები საკუთარ სახლში,
საიდანაც გამოხვედი სულ თავიდან,
სანამ მეზობელ კორპუსს მიადგებოდი.
შევდიხარ სახლში
და
ამას ვწერ,
რამაც ამოფეთქა ჩემს გულში,
რაც თქვენც გტკივათ ჩემსავით
და
რასაც ახლა თქვენ კითხულობთ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0