Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩემი ცხოვრების (არა მხოლოდ) ერთი დღე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chemi ckhovrebis (ara mkholod) erti - 18 ნოემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ნოემბერი » 18 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩემი ცხოვრების (არა მხოლოდ) ერთი დღე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chemi ckhovrebis (ara mkholod) erti


3:17 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩემი ცხოვრების (არა მხოლოდ) ერთი დღე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chemi ckhovrebis (ara mkholod) erti
შემიძლია ესე უბრალოდ ჩავიკეტო
და
ჩემგან ამოხეთქილის წერით დავაღამო დღეები
ან
დღეებს ღამეები ვუთიო.
ბებიას შეიძლება ვუთხრა რომ გავდივარ,
საქმე მაქვს,
მაგრამ
ფეხები არ გასცდეს სადარბაზოს.

... ... ... ... ...

სხვას შეუძლია ახლა წერდეს
მთის წვერიდან ჩამოსულ ყინულივით ცივ წყალზე,
მე კი ახლა იმაზე ვწერ, რაც გაყინულ თითებით,
რომელსაც ვერ გრძნობ მოძრაობაში, რომ გაგეყინა,
მიანიჭო მთელს სხეულს ჟრუანტელი,
თავიდან აუწევ ტემპერატურას და მიიტან ონკანთან
და
გწყვავს, მაგრამ ამ წვასაც მაშინ იგრძნობ,
თუნდაც ერთი წუთით რომ გათიშავ
ან ხელებს წაიღებ ონკანიდან.
როდესაც ეგუები, არეგულირებ,
ჯერ ჩაუწევ
და
შემდეგ ნელ-ნელა უმატებ სითბოს,
როცა თვლი, რომ შენს თითებს ჩამოადნათ აისბერგები.

... ... ... ... ...

ახლა შემოდგომაა, კერძოდ, წვიმების სეზონი.
კამპოტი, მხოლოდ მაშინ ისმევა, როცა თბილია.
ბებია, ამბობს, რომ წვენები ზამთრისთვის შევინახოთო,
რატომ, როცა ზაფხულში უფრო სასიამოვნოა,
ვიდრე შემოდგომას
და
ზამთარში, მითუმეტეს, როცა ეჩვევი ყავას და ჩაის.
ბევრჯერ მსმენია, რომ აფუჭებს მაცივარს ცხელი.
ჩაი შეიძლება ზაფხულში მაცივარში ან საყინულეში შედგა,
და
როცა ამოიღებ, თუნდაც ნელ-თბილს დიდხანს გაჰყვეს სითბო,
მაგრამ ჩაი შემოდგომას, ან ზამთარში,
როცა არა მხოლოდ ჩაი გინდა, არამედ ასევე გათბობაც,
რომ შეგეძლოს ადუღებულს ესევე ჩაისხამდი...
შეგიძლია მასზე ხელები გაითბო,
მაგრამ ეს სიცხე, არ გრძელდება დიდხანს,
რადგანაც
ყველაფერი კარგი - ცოტაა,
ჰოდა,
მოვრჩები ახლა და ვეცდები დავიძინო...

... ... ... ... ...

ლოგინში წოლისას საყვარელი მომენტია,
როცა ცდილობ შეაგუო სიცივიდან-სითბოს ორგანიზმი,
რომელიც დროის გასვლის შემდეგ, მაინც არ გყოფნის.
მიუვარს მკერდს ზემოთ შიშველი წოლა,
თუნდაც მარჯვენა მხარზე გადატრიალებული.
შემოდგომაზე, გაუძლებს კიდევ კაცი,
მაგრამ, ზამთარში აუტანელი ხდება სიცივე
და
იძულებული ხდები თავი დაიმარხო საბნის ქვეშ.
შეიძლება შენ ისე ათბობდე ოთახს,
რომ გეძინოს სავსებით შიშველს
და
საბანიც შენს გემოზე გეფაროს,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაგიჭირდება,
არამარტო ამ ტექსტის წაკითხვა, რომელიც შეიძლება უკვე
მოგბეზრდა კიდეც, არამედ ნებსიმიერი
კონვენციური ლექსი,
ვერლიბრი,
მინიმა
ან
უბრალოდ მოთხრობა,
რომლითაც შეგიძლია გამიცნო მე,
გაიგო ჩემი ცხოვრება
და
ასევე იპოვო საკუთარი თავი,
შენი მინუსები - პლიუსებთან ერთად,
შენი სიგიჟეები - გაფრენებთან ერთად,
შენი გარეკვები - სიმშვიდესთან ერთად
შენი თქმული - უთქმელ სიტყვებთან ერთად
და
ასე შემდეგ . . .
მე ახლაც, უბრალოდ ვწერ ჩემზე,
თუ როგორ ვაძინებ
ჩემს ფურცლებს,
კალამს,
მცირედ გასანთებელ საშუალებას,
ამჯერად მობილურ ტელეფონს,
ზოგჯერ ბოლომდე ჩამწვარ სანთელსაც,
ოღონდ მას როცასაწოლის გვერდით თაროზე ვდებ
და
ვწერ საბნის ზემოთ,
ახლა კიდევ, როდესავ ვამზადებ,
ამ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს, სანთლის გარდა,
და
ამას მიმატებული ჩემს ორ თვალსაც
დასაძინებლად.
ახლა არის დილის 5 საათი
ამის წერა დავიწყე 4 ის ნახევარზე,
ბევჯერ ჩამთვლიმა.

... ... ... ... ...

რა აზრი აქვს რას იტყვიან ჩემზე მეზობლები,
თუნდაც ჩემს ნებისმიერ ამოღებულ ხმაზე,
როცა მიხარია რაიმე ლექსის შექმნა
და
რაიმე ხმას წამოვიძახებ, ისეთს, რომ შემდეგში,
რომც ძალიან მინდოდეს - ვერ გავიმეორებ.
ბევჯერ ჩამძინებია ლოგინში ლექსების წერით გართულს,
ბევჯერ ჩამძინების ფურცლებთან ერთად,
ბევჯერ დამეკარგა საინტერესო მომენტი,
ბევჯერ ჩამრჩენია ნაწერები საბნის ქვეშ,
ისევე როგორც,
პატარა ბიჭს ნამეცადინები გაკვეთილის
ცუდად მოყოლისათვის
და
ღამის პირველ საათამდე მეცადინეობის შემდეგ,
ცრუ რწმენის თანახმად,
ღამის სიზმრებშიც რომ მასზე ეფიქრა მოსწავლეს,
სახელმძღვანელო წიგნის ბალიშის ქვეშ ამოდება.

... ... ... ... ...

მე ჩემი გაფრენა მაქვს
და
მექნება,
რომელიც არასდროს სხვისას არ დაემსგავსება,
რადგანაც ის ჩემია,
ჩემში ამოხეთქილი სიგიჟე,
რომლითაც გრძნობები ფეთქავენ გულივით.
მე არ ვგავარ სხვას,
ის სხვა შეიძლება ჰგავდეს სხვას,
მაგრამ მე ისა ვარ რასაც ვწერ
და
პირიქითაც,
ანუ
ორივე ერთი სრული, მთელია.
ბებიაჩემი მეუბნება,
რომ კარგად გარეკილი მაქვს
და
მე ეს ისევე არა მსიამოვნებს,
როგორც,
პატარა ბავშვის დანახულ ვინმე,
ბორდიურის საფეხურის გამთბობ მორიგ ლოთზე
ნათქვამი "ფუf"

... ... ... ... ...

კარგი , მოვრჩები უკვე ამის წერას,
რამაც უკვე შემჭამა,
არ მომასვენა მთელი ღამის განმავლობაში,
უკვე 7-ს უკლია 15 წუთი,
იმედი მაქვს, 10 წუთი მაინც დავიძინებ
და
არაფერი მომივა თავში
და
დღესაც
თავებს ამოვყოფთ საბნიდან
და
არ გაგვეღვიძება ერთად
მე,
ჩემს კალამს,
ფურცლებს
და
ტელეფონს (გასანათებლად).

... ... ... ... ...

მე თუ მიყვარს,
მიყვარს მთელი გულით.
ეს იქნება
ადამიანი,
წიგნი,
ცხოველი,
გრძნობა,
წელიწადის დრო
თუ
ნებისმიერი სხვა რამ ...

... ... ... ... ...

კარგით აბა, იმედია გვერდზე ლოგინზე გადადებულს
აღარ დავიბრუნებ
და
თავისუფლად ჩამეძინება.
მოკლედ, ბევრი რომ არ მოგაწყინოთ,
ვეცდები დაგემშვიდობოთ,
მაგრამ არა ღამემშვიდობისა,
ძილინებისა,
თბილი
და
თაფილვით ტკბილი სიზმრები
მშვიდობიანი
და
უშფოთველი ღამით,
არამედ სადაცაა
უნდა ისევე მოგესალმოთ,
დილამშვიდობისა,
კარგ
და
სასიამოვნო დღეს გისურვებთ,
ღმერთი თქვენსკენ,
იხარეთ
და
იბედნიერეთ,
მარად და მუდამ!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1338 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0