Загрузка...
ვაჟკაცად ისა ითქმევა - 15 აპრილში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 6:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » აპრილი » 15 » ვაჟკაცად ისა ითქმევა


5:43 AM
ვაჟკაცად ისა ითქმევა


ვაჟკაცად ისა ითქმევა
ვის გული რკინად იწვრთება
პატიოსანი იქნება
სიცოცხლე არ ენანება
ჯანით სავსე სხეულითა
მტკიცე,ურყევი სულითა
დაუღალავი შრომითა
მტრის უკუმქცევი ომითა
არა მოცული შიშითა
უშფოთვლად სანახავითა
დაუზარელი თავითა
დაუშრეტელი მკლავითა
ყველა ჭირისა ამტანი
სწორის ბოლომდე გამტანი
შესახედავად წყლიანი
მოკეთე,გამგებიანი
ემოციების მთოკავი
არც მოყვასისა მკილავი
წესრიგში მოჰყავდეს თავი
არც დიდად მიაჩნდეს თავი
პირს ოქროს სიტყვა სდიოდეს
ცუდს აღარ ამოიტყოდეს
არც შმაგად ეხეტებოდეს
სწორ გზაზე იარებოდეს
საქმის კეთება იცოდეს
და თანაც საქმე უყვარდეს
გასაჭირს გეხმარებოდეს
ცუდზე თვალს არ დახუჭავდს
სხვის თვალში კაცად მოჩანდეს
სხვის თვალში არა ანცობდეს
არც სხვასა ეჯიბრებოდეს
არც ბოღმა,შური დაჰქონდეს
სხვის გულში მადის აღმძვრელი
არა უხეში,უზრდელი
გვერდით მყოფისა დამშვენი
მუდამ მლოცველი გამჩენის


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1307 | დაამატა: zmosi2014 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0