Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი (ნიკოლოზ ქართველი) - ჩემი ცხოვრება / nika dzamiashvili (nikoloz qartveli) - chemi ckhovreba - 10 მაისში 2016 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 6:31 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » მაისი » 10 » ნიკა ძამიაშვილი (ნიკოლოზ ქართველი) - ჩემი ცხოვრება / nika dzamiashvili (nikoloz qartveli) - chemi ckhovreba


10:28 AM
ნიკა ძამიაშვილი (ნიკოლოზ ქართველი) - ჩემი ცხოვრება / nika dzamiashvili (nikoloz qartveli) - chemi ckhovreba
რკინიგზის სადგური,
მატარებლის წასვლის ხმა.
ცარიელი ბოთლები.
სირცხვილი ხელის გაშვერის
და იმავე ხელის თავისუფლება სხვის ჯიბემდე.
ჯართის შეგროვების პუნქტები.
ლუდით სავსე პლასტმასის ბოთლების დაცლა.
ინტერესი ერთჯერადი შპრიცების,
ეზოში - ფეხბურთის თამაშის დროს,
სასეირნო პარკში ან სხვა...
ახალი შემოსული კომპიუტერული თამაშები
სონიზე - ქრაში, დენდიზე - მარიო.
კარგ ვარიანტში
დილა-შუადღე-საღამო —
კარტოფილი-წყალწყალა სუპი-პიურე,
ხორცის გადამამუშავებელ მანქანას კი ედება მტვერი
და სჭამს ჟანგი.

გაქცევის სურვილი.

ცხოვრებამ მოგვატეხა ფრთები,
რომლის არსებობა არც კი ვიცოდით
და რომც გვცოდნოდა ვერ მოვუფრთხილდებოდით,
რადგან არ უსწავლიათ ჩვენთვის,
რადგან ალბათ მათაც არ ასწავლეს,
რადგან ალბათ ვინმეს არ აწყობდა ჩვენი ფრენა,
რადგან ალბათ უნდა გვეტკეპნა —
სხვისი გადატკეპნილი მიწა.

ასევე არ დაგვინდო არავინ,
გვიხმარა ყველა,
განურჩევლად სქესისა და წლოვანების —
"ვინც ვერ გავმდიდრდით, ან ვერ გავლოთდით."
გვასწავლა რომ არ არსებობს ოცნება.
მე დამიტოვა მხოლოდ იმედი უფლის
და ვერშემდგარი მედიტაციის,
რადგან ხელს მოვაწერე ფურცლის ბოლოს,
რომ ჩემი გონება არ ითიშება.

მივხვდი —
ყველაფერს საკუთარი ოფლით უნდა მიმეღწია,
მე კი ვერაფერს მივაღწიე,
მხოლოდ ცივად შემაშრა ტანზე
და გავცივდი.

მსურს გადავუფრინო გავლილ წლებს,
რადგან უბრალოდ სალამის გულისთვის,
პასუხად დავკარგე გოგო,
რომელიც მიყვარდა სამი წელი,
ახლაც კუდი აქვს მოქნეული
და მაინც როცა ვხედავ მას იმავე ტაძარში,
სხვასთან, — მიხარია მისი ბედნიერება.

და მაინც ნეტა შემეძლოს თხუთმეტთეთრიანი წებოთი
გავიმრთელო ფრთები და შევძლო გავუგო დილას,
რაზე საუბრობენ ჩიტები — ჩვენ რომ ჭიკჭიკს ვეძახით.

დაე, ვინც შემორჩით მეოცნებენო,
და ვისაც არ დაგიკარგავთ იმედი,
გაშალეთ ფრთები
და იგრძნობთ, რომ...
მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1708 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნიკოლოზ ქართველი, qrashi da mario, ლექსები პოეზია, ჩემი ცხოვრება, ocneba, nikoloz qartveli, survili, leqsebi poezia, chemi cxovreba, chitebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Garda uvali  
0 Spam
Ra tbili da mgrdznobiarea..
Ocnebis ar gjera?
Tu dzala agar gaqvs, an dro rom iocnebo..
Verapers miagwie?
Tu ukve miagwie da ufro meti ginda radgan
tvli rom rasac miagwie eg araperia?
Meocnebeebma gavshalot brtebi?
Chven meocnebeebi vart da ara jadoqrebi..

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0