მთავარი » 2016»მაისი»10 » კარლო კაჭარავა — ერთი თვით ადრე — 1987 / karlo kacharava - erti tvit adre - 1987
10:42 AM
კარლო კაჭარავა — ერთი თვით ადრე — 1987 / karlo kacharava - erti tvit adre - 1987
პური, ანგელოზი, თანხლება. გრძელი მშვიდობიანი წვიმები. წერილები, ისევ სიზმრები. შემოდგომა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო სადღაც ფინეთში. ზღვები, რომლებსაც შენ იხსენებ ღამით დასაძინებლად წასვლის წინ. თეთრი კონვერტი. მარკა: სინიორელის პორტრეტით. მწუხარეა არა შეტყობინება, ან მისი მიღება განშორების, ვეღარ შეხვედრის შიშით. არამედ სხვა: სადღაც არყოფნა და შეგუების წყნარი სიხარული. ნავსადგური, სანაპიროზე წყნარი ხეტიალისას ის არ ფიქრობს. ფრინველები. წვიმები. ხსოვნაში არ არსებობს განურჩევლობა.
კარლო კაჭარავა — 1987 კალუგა, ახლებენინო, საავადმყოფო
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..