Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * * - 14 სექტემბერში 2018 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-25, 1:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » სექტემბერი » 14 » ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * *


2:44 AM
ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * *


სულიერი მდგომარეობა.
კოღოების ბზუილი
დაჩაძინებამდე კბენის მოლოდინი.
მოსაბეზრებელი, ყელში ამოსული ყოვლდღიური რუტინა.
იმედი მეორე დღის, რომ უკეთესი იქნება დღევანდელზე.

ჩემი ღამეები ყოველთვის ეზოდან ქუჩისკენ გადის,
საიდანაც ფეხით ვპოულობ
ასფალტამდე სამ ნაბიჯში ხის ძირს,
რაზეც ყოველი გასვლა-გამოსვლისას
ორივე ფეხსაცმლის ძირით ვდგები რამდენიმე წამით
და ვაგრძელებ გზას.

გუშინ უცხოეთიდან მონატრებული მეგობარი ჩამომივიდა.
მინდა ხელის ჩამორთმევა
და საუბარი მასთან.

დღეს..
მეორე მეგობარი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად
იყვნენ ჩემს ეზოში.
ჩვენ ვსვამდით ლუდს. ბავშვები ერთობოდნენ.
დავიშალეთ.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მივტრიალდი სახლისკენ. მივუახლოვდი სადარბაზოს
და ისინი იქ აღარ დამხვდნენ.
თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში
და ის განცდა არ ვიცი სიტყვით როგორ აღვწერო.

უმეტესწილად
ჩვენდა საუბედუროდ და გაუთვითცნობიერებლად
თვითონ ვიმრუდებთ საკუთათარ გზებს,
ვიქმნით დამატებით საქმეებსა და პრობლემებს.
გამოსავლის ძიების ნაცვლად კი
მონოტონურად ვასრულებთ ცხოვრებას.

შემთხვევით,
თუ საკუთარი ქუჩის რომელიმე ხეზე წამიკითხე,
ან გვერდით ჩამიარე და მიცანი,
მოდი მომიახლოვდი.
გამაცერე.
მომესალმე.
გამიღიმე.
არ ვარ ექიმი,
მაგრამ მსურს გჯეროდეს ჩემი რომ გადაგარჩენ.
ჩამეხუტე.
მე გაჩუქებ სითბოს
და მწამს რომ ამით არ გავცივდები,
რადგან შენიდან ავიღებ სასიცოცხლო ძალას,
რომლის დამუხტვითაც ვეცდები
შენს სევდაშეხორცებულ სახეს ვაჩუქო
ერთი ღიმილით მეტი.

ყოველი დღე
ტკივილების დამარცხებით ვიძენ ძალას,
რისი გადამუშავების შედეგადაც ვიღებ სიყვარულს,
რომელსაც ვუპირისპირებ სამყაროს სიავეს
და ზოგჯერ,
თუკი რამე სითბო მრჩება,
ვცდილობ
მცირე პურის ნატეხივით გავინაწილო
მეორე დღემდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 751 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სიყვარული, მეუღლე, nika dzamiashvili, SIYVARULI, სამყარო, ექიმი, ფეხსაცმელი, ბავშვი, ნიკა ძამიაშვილი, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0