ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2025-01-17, 1:12 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - შენ . . . / nikoloz qartveli (dzamiashvili) - shen . . .


შენ
სიყვარულით გაჟღენთილს
მთელი სიგიჟით მოგხვევ
ხელს და ისე მოგიჭერ
სანამ წვეთი სიყვარული
არ გამოჟონავს შენი
ძარღვებიდან!..



კომენტარები: 0 / ნანახია: 1200 / თარიღი: 2015-09-20 / 5:06 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


უბრალო ნიჟარა მაახლოებს
ისე მივიწყებულ ზღვის ტალღებთან,
როგორც ჩენგან წერილს დანატოვებს
გავაგზავნი მე - შენთან, ქალღმერთთან
სიგიჟისა და ფანტაზიის.



კომენტარები: 0 / ნანახია: 1206 / თარიღი: 2015-09-20 / 5:04 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


არ ვიცი ისევე რა გითხრა ჩემზე
როდესაც ოცნებით სავსე მაქვს ჭერი,
მინდა რომ მოხვიდე, ახლავე დღესვე.
მე შენში მიყვარდა სიგიჟე ჩემი,
რომელიც,
ახლაც
ძლიერ
მიყვარს!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 921 / თარიღი: 2015-09-20 / 5:03 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


შენ
ჩემთვის
ის
არსება ხარ,
რომელიც,
აერთიანებს ყვავილების ნაზ სულს
და
ენით აუღწერელ,
გიჟების აზროვნებაში ჩამარხულ
მთვარეს.

... ... ... ...

დღესაც,
ისევ,
უშენოდ
თენდება!..



კომენტარები: 0 / ნანახია: 1009 / თარიღი: 2015-09-20 / 5:02 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


მთელი ხე გახმა,
ტოტებიც აწევს ტვირთად.
მის ფესვიდან კი დღესაც,
ამოხეთქა შვილმა.
... ... ... ...
ცხოვრება გრძელდება!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 999 / თარიღი: 2015-09-20 / 5:02 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - თენდება! / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tendeba!


თენდება!
იზმორება,
ხეც დგება.
მე კი ისევ
ძილი მსურს ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1193 / თარიღი: 2015-09-20 / 5:01 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


გადადგმული
ნაბიჯები,
ბოდიალში
მავიწყდება.

უშენობით
ჩახუტებაც
სადმე კუთხეს
დადუმდება...

კომენტარები: 0 / ნანახია: 948 / თარიღი: 2015-09-20 / 5:01 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - გაკოცო და ერთად გავრეკოთ / nikoloz qartveli (dzamiashvili) - gakoco da ertad gavrekot


ჰაერში ფიქრებთა ჩიტების დასია.
დაფრინავს უაზროდ როგორც მე ბოდიალს
მივაჩვევ ფეხებს ან რაიმე მსგავსი ამ
გიჟური ამბისა, მაგალითს მოგიყვანს
ცხოვრება, რომელიც ამართლებს ჩემს ნაწერს
ყოველთვის და ისევ თუ ალბათ ვიქნები
ეული მაშინ მე სიგიჟეს ჭერამდე
ავიყვან, გპირდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1112 / თარიღი: 2015-09-20 / 5:00 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


როდესაც უბრალოდ დადიხარ თან,
ფეხებიც რომ არ გეცოდება,
როდესაც კედები დაგეხა და
ფეხსაცმელს აწევს ეს ცოდვებად.
შენ თუ გსურს სიარულს დაგიხატავ
ბოდიალს ქალაქში, ბუნებაში...
მინდა რომ გამოჩნდე, დამენახო,
მაგრამ შენ, ხვალ მოდი, თუ ვნება შინ
დატოვე!..



კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-09-20 / 4:59 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - შენ შეგიძლია . . . / nikoloz qartveli (dzamiashvili) - shen shegidzlia . . .


შენ შეგიძლია,
ნერვებს აყოლილმა,
მოკუჭო, მოისროლო - გადააგდო
საყვარელი ადამიანი.

მას თუ უყვარხარ - გაპატიებს,
თუ არა და ღირსიც იქნები რომ,
მიგაგდოს და მიგივიწყოს.

ბევჯერ ვერ ვაცნობიერებთ
საკუთარ საქციელს.

ვეცადოთ
შევუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1211 / თარიღი: 2015-09-20 / 4:58 PM / კვირა

« 1 2 ... 104 105 106 107 108 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0