ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 1:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გიზო თავაძე - ბებიას საყვარელი გამონათქვამები / gizo tavadze - bebias sakvareli gamonatqvamebi


ზეცისაკენ ილტვოდა,

უფლის ნება დიდია!

ბებო ხშირად იტყოდა:

„გული ძაფით მკიდია“...

რომ არაფერს ითხოვდა,

ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,

ბებო ხშირად იტყოდა:

„იმ გორზე დავივანებ“...

მუდამ მემახსოვრება,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1151 / თარიღი: 2015-09-20 / 5:23 PM / კვირა

გიზო თავაძე - ბერიდა ნოა ... / gizo tavadze - berida noa ...


ბერიდა ნოა...
ტალღის სიმღერა, კიდობანს ესმა,
სადა ხარ ნოე?
ერთგულო ნოე,
სამყარო ლამის წალეკოს გესლმა.
ამდენი ცოდვით გაირღვა მიწა,
შეჩერდით! მალე უფალი მოვა,
ვინაც სამი დღე ამ ქვაბში იწვა,
ბერიდა ნოა...
ბერიდა ნოა...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-09-20 / 5:22 PM / კვირა

გიზო თავაძე - ვანი / gizo tavadze - vani


სავანე,
გინ დავანება,
სიტყვაში ცურავ ჩქერის კალმახი,
გალაქტიკების მღვრიე ბანებმა
აღმოგაცენეს ლორთქო ბალახი...

და რომ არ ჩახმე იგი მოგხედავს,
ღრუბლებს მორეკავს უთეთრეს ფთილად...
კვლავაც გიდარდებს ვეშაპის დედა,
`როს ცა გაახელს დღის თვალებს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2015-09-20 / 5:21 PM / კვირა

გიზო თავაძე - ზუ! / gizo tavadze - zu!


ფუტკარივით კეთილშობილო,
მე ახლაც მახსოვს შენთან პურობა,
დედაო მიწავ, მიწავ მშობელო,
შენ გვაპატიე უმადურობა.

გხნავდით, გთესავდით წელგამართულნი,
ზუს ძმაც ვიყავი და ბიძაშვილიც
და ვღიღინებდით ურმულს ქართულად,
კოლხეთის ველად ზღვისკენ გაჭრილნი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 981 / თარიღი: 2015-09-20 / 5:20 PM / კვირა

გიზო თავაძე - იგი ღვიოდა! / gizo tavadze - igi ghvioda!


მზე!... თოვლი!... სეტყვა!...
იგი მე ვიყავ, ოდით და ოდით,
რადიკულიტი, _ მარადი სევდა, _
გამართულს მომაქვს თხილწნელა გოდრით.

ვეამბორები უფლის ცრემლს, _ ფაზისს,
იგისთან ერთად შენც რომ გაცურე,
მდინარეს ჰქონდა სურნელი ვაზის,
როს ტალღას მხარი გაულაწუნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 955 / თარიღი: 2015-09-20 / 5:19 PM / კვირა

გიზო თავაძე - მინდა ... / gizo tavadze - minda ...


`თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა,
დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს
უნდა დაბანოთ ფეხები”.
იოანეს სახარება; თავი 13; მუხლი 14;
მინდა დაგბანო ფეხი
და მოვიყარო მუხლი,
მინდა გემთხვიო მუხლზე,
მინდა გაგყარო მწუხრი.
დავტკბე კულულთა ვარცხნით,
სახეს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1063 / თარიღი: 2015-09-20 / 5:17 PM / კვირა

გიზო თავაძე - ნი! / gizo tavadze - ni!


ნეკნისაგან გამოძერწილო,
იგი გაგითბობს ფეხებს გათოშილს,
სილაში იწექ, ერთობ წელწვრილი,
მზეს იწურავდი მხურვალ საშოში.

ზღვა გიმღეროდა მუხლზე დამდგარი,
ტერფებს ამოჰყვა თეთრი სიმლაშე...
და მე გიხილე სიცხით დამდნარი,
როგორ დაბრუნდი სოველ სილაში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1011 / თარიღი: 2015-09-20 / 5:16 PM / კვირა

გიზო თავაძე - სამშობლოს ჩიტი / gizo tavadze - samshoblos chiti


`ბეღურები სამშობლოში კვდებიან”
ახლა ყვავილობს ჩვენში კეხურა,
ტაროსი დადგა ერთობ უწესო,
არ დამისველდე ჩემო ბეღურა,
სამშობლოს ჩიტო, _ უერთგულესო!
გამოგივლია ცივი ზამთარი,
ციოდათ ალვებს ცაში აჭრილებს,
არ გიძებნია სხვაგან მთა-ბარი,
შენმა ფიჭვებმა გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1153 / თარიღი: 2015-09-20 / 5:15 PM / კვირა

ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მარ ტი-ს / nika dzamiashvili - leqsi mar ti-s


ჩემი გულის ფეთქვაა მარტი.
ყოველ უთქმელ სიტყვებთან მარტო
ვწვები.
ვიცი ყოველთვის მგავდი,
მაგრამ ახლა გიხილე.
რატომ
ისევ უწყლო თვალებით გავხმი?
გვამს მე ცოტაც მიკლია და დღეს
ყველა ვნება ოცნებად დავფქვი,
რადგან ღამეც უშენოდ მათევს.
ვაფრენ! ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2394 / თარიღი: 2015-09-20 / 5:10 PM / კვირა

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ლექსი ლალის / nikoloz qartveli (dzamiashvili) - leqsi lalis


დღეს ჩემს სიგიჟეს
ორი ლოდი აქვს.

ფული და სევდა.
დარდით თუ ვკვდებით,

მაშინ ოდესმე
მოვიდოდი და

თვალცრემლიანი
ჩაგიხუტებდით!..



კომენტარები: 0 / ნანახია: 1305 / თარიღი: 2015-09-20 / 5:09 PM / კვირა

« 1 2 ... 103 104 105 106 107 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0