ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 2:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



იმირ მამედლი - ბავშვობის ბოლო კანფეტი / imir mamedli - bavshvobis bolo kanfeti


ისე გავრბოდით თავაწყვეტილნი,
ისე გავრბოდით ო, ჩემო ბედო...
პირში კი მუდამ, როგორც ლაგამი
გამოწუწნული კანფეტი გვედო.

სირბილის ძალაც, ჟინიც, სურვილიც
მაშინ დავშრიტეთ ქაქან-ქაქანით,
ბოლო კანფეტი რომ გაილია,
ბოლო კანფეტი - ბოლო ლაგამი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1096 / თარიღი: 2014-12-09 / 0:31 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - გულგრილობა პაპანაქებაში / imir mamedli - gulgriloba papanaqebashi


ჭყოპიანიდან ჩაჩუბეთამდე
მზის სხივი იწვა,
ვითარცა პლაჟზე ლამაზი ქალი.
ჩვენ მოვდიოდით სამოჭალიდან.
და თეძმის პირას გაწოლილ ნათელს
ისე გულგრილად ჩამოვუარეთ,
საჭურისსაც კი შეშურდებოდა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1144 / თარიღი: 2014-12-09 / 0:27 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - დილა / imir mamedli - dila


ღმერთო, დილაა ისეთი,
როგორც კამკამა მდინარე.
ო, ლამის გაღმა გავტოპო,
მზე გავაღვიძო მძინარე

კომენტარები: 0 / ნანახია: 1414 / თარიღი: 2014-12-09 / 0:26 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - იქ სადაც არ ვართ / imir mamedli - iq sadac ar vart


იქ სადაც არ ვართ,
არც ჩვენი გზაა, არც ჩვენი სახლი,
არც ბავშვები ახსენებენ იქ ჩვენს სახელებს,
არც დიაცი გვეფერება
მისით მოხიბლულს და მისთვის დაღლილს.
იქ სადაც არ ვართ,
კუდის ქიცინით და ლაქუცით არ გვეგებება,
სულ ყეფა-ღრენით გვიხსენებს ძაღლი.
იქ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1207 / თარიღი: 2014-12-09 / 0:23 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - მეტროს ნიავი / imir mamedli - metros niavi


შესასვლელ კართან
უბერავდა მეტროს ნიავი,
მეტროს ნიავი
ზანტად და მძიმედ მოშრიალებდა
ღამენათევი, თავქარიანი ქალბატონივით.
მეტროს ნიავი იყო დუბელა
მდინარესავით,
ზაფხულობით რომ სოფლის ქალები
ტანგაუხდელად ჭყუმპალაობენ.
ჭრელ-ჭრულა იყო მეტროს ნი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2014-12-09 / 0:19 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - მოლოდინი / imir mamedli - molodini


მე მივდიოდი,
წვიმა მოდიოდა.
ისინი გზაზე გამოსულიყვნენ
და ამ თავსხმაში გაწუწულები
დიდხანს მელოდნენ,
ვითარცა სოფლად ადრე ამდგარნი
მზის ამოწვერვას,
ქალაქში კიდევ გვიან საღამოს
ფილმის დაწყებას ელოდებიან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1245 / თარიღი: 2014-12-09 / 0:18 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - ნაბახუსევზე / imir mamedli - nabakhusevze


ისე ნელა და ტორტმან-ტორტმანით
გამოვდივარ "პახმელიიდან"
ტკივილების ვიწრო ბილიკით,
როგორც ბავშვები შიშით და ჟინით
გადიან ხოლმე თეძმისხევში
ანდა პირიქით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-12-09 / 0:17 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - სამკაულები / imir mamedli - samkaulebi


ისე ნელა და ტორტმან-ტორტმანით
გამოვდივარ "პახმელიიდან"
ტკივილების ვიწრო ბილიკით,
როგორც ბავშვები შიშით და ჟინით
გადიან ხოლმე თეძმისხევში
ანდა პირიქით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1144 / თარიღი: 2014-12-09 / 0:09 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - სოფლის ავტობუსი / imir mamedli - soflis avtobusi


ლაზღანდარი სოფლელ ბიჭთა
იყო გზაზე უფრო ტკბილი.
ავტობუსში ქალი იჯდა,
როგორც პირში ოქროს კბილი.

იქით სახლი, აქეთ მოდა,
და მოადგნენ ქალაქ თბილისს;
ავტობუსი იცინოდა
ყველა მგზავრით - ყველა კბილით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2014-12-09 / 0:08 AM / სამშაბათი

იმირ მამედლი - ქალი ქუჩის კუთხეში / imir mamedli - qali quchis kutkheshi


უცებ რამდენი
უნდა მოასწროს
ქალმა, რომელიც
თურაშაულის ვაშლსა ყიდის
ქუჩის კუთხეში:

- თაფლივითაა,
დღეს დავკრიფე სისხამ დილაზე.
ცვარი ჯერაც არ შეშრობია... -
მაგრამ მყიდველი
იღბალს უფრო ჰგავს,
ფეხს არც აითრევს, ისე ჩაუვლის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2014-12-08 / 11:53 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 192 193 194 195 196 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0