აუცილებლად უნდა ადგე დილაადრიან, რომ მზეს აასწრო, შენზე მეტად ჭორფლიან გოგოს. წვიმის წყლით პირი დაიბანო, წყაროს წყლით შენზე პატარა კოკა უნდა დაორთქლო, გადაიკიდო მხარზე აბგა, აბგაში - დანა, მჭადის კვერი, ყველის ნატეხი. ხელში - მამის დაკროლილი, ლ
... კითხვის გაგრძელება »
წყლის კი არა, სიტყვის ნაყვაა ყველაფერი... ჯიუტად ნაყავ: ”ყველაფერი იქნება კარგად ”, მაშინ, როცა ღამის შორ ცაზე, თვითვმფრინავიც კი ისე ციმციმებს, თითქოს სული კრთის: ინთება, ქრება, ინთება, ქრება, ინთება, ქრება, გშორდება... ქრება...
... კითხვის გაგრძელება »
აბა, ვინ გითხრა, რომ თარსი ხარ? დიდი ამბავი, თუ შენი თმა ჟღალად ანთია. სამაგიეროდ, შენი ქალაქის რუხ ფერებში ისე ბრიალებს, თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს.
დიდი ამბავი, თუ მეზობელი სადარბაზოში, შენს დანახვაზე სამჯერ აფურთხებს და ბინიდა
... კითხვის გაგრძელება »
საქმე არა გაქვთ? რას ჩამომსხდარხართ ამ ყანაში, მოლაღურებო, მზით მოხალულ ხორბლის მარცვლებს რას აკნატუნებთ? თანაც, ჭორაობთ: ყაყაჩოებზე, ფურფუჭებზე, ფარსმანდუკებზე და ”რას ამბობ, ქააო” - პატარა თავებს აკანტურებთ... საქმე არა გაქვთ? აფრინდით
... კითხვის გაგრძელება »
ჩემს ცოლსა ჰკითხეთ, რად ვუყვარვარ, მე ვერას გეტყვით… მონადირე ვარ, მეომარი, მწყემსი, მეგუთნე… მთელი ცხოვრება გამარჯვების ყიჟინას ვცემდი, ან ვებმებოდი დამარცხების უხმო ფერხულში.
ძველ ამბარშია ჩაწერილი ჩემი ამბავი, როგორ ვხნავდი და როგორ ვთესავდი.
... კითხვის გაგრძელება »
როცა ქალაქი ემსგავსება მუცლით მეზღაპრეს, თავის ხმას იხშობს, ქარბუქის ხმით იწყებს ლაპარაკს, მე ვემზადები, ვჯდები ”კარმასთან” და ხელებს ვითბობ, რომ მოგწერო ჩვეულებრივი ზამთრის წერილი, ასე, ამგვარად:
და ისე მაღალი დავანთე სანთელი, დავანთე იმხელა კელაპტარი, ვერასოდეს ვერ დაიწვება. თუ დაიწვის, თუ ერთიან დამასაფლავებს, მე შევინახავ თეთრი ძაფით ჩემი სულის სხივს, როგორც მიწა ინახავს ზაფხულს... მოვეკიდები სადმე ვარსკვლავს, ავინთები ისევ იდუმალ, შ
... კითხვის გაგრძელება »
რომ ყველაფერი უერთდება ქვეყნიერებას მე დავიჯერე. და უამისოდ არც სიცოცხლე, არც სიმღერა და არც სიკვდილი არ გვეყვარება, მაგრამ მე ვფიქრობ ჩაუქრობლად, სადღაც მიდის თვალთა სინათლე... რას უერთდება თვალთა ხედვა... შაოსან ღა
... კითხვის გაგრძელება »
შენ ლამაზი ხარ, ჩემო იოსებ, შენ ლამაზი ხარ, როგორც ყვავილი ამოსული სასფლაოზე, სადაც დავმარხე სიყვარული უზენაესი. შენ ლამაზი ხარ როგორც ზღაპარი და სიზმარეული, შროშანებით შეკრული კუბო, ამბორთა შენთა შროშანებით შეკრული კუბო, რ
... კითხვის გაგრძელება »