Загрузка...
ლელა ფაღავა - ჩრდილები , რაღაც... - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 2:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » ლელა ფაღავა - ჩრდილები , რაღაც...


8:38 PM
ლელა ფაღავა - ჩრდილები , რაღაც...
პლანეტებს შორის იდილია იწყვეტს სადავეს,
მატერიები გაურბიან ჩრდილების რისხვას,
ეს ნაგროვები მოთმინება რომ არ გათავდეს -
ფეხით-თავამდე გამწარებით ოპტიმიზმს ვისხამ.

შელამაზებულ აჩრდილებზე დახოცილ სულებს,
საფლავს გაუთხრის ქაოსური, მკაცრი დროება.
ჰო და უფალი დაგვანათლებს სიფხიზლეს ულევს -
რომ არ გვშთანქოს და აგვაორთქლოს ამაოებამ.

სულგაცრილები გავურბივართ ჩვენსავე ლანდებს,
ხანდახან ჩრდილად მოვლენილი უცხო სინდისი -
გადაშორდება ჯომულუგმას , შხარას თუ ანდებს
უკან დაჰყვება დღენაკლული, ძველი ივნისი ...

დაფეხძიმებულ კიბეებზე ოფლად დაღვრილი,
სიწმინდის ლანდი აორთქლებას ჩუმ-ჩუმად იწყებს,
ბოლო იმედად შემორჩენილ ჩრდილებს აღვირი -
რომ ავხსნა დღესვე , ალბათ უკვე , არავინ მიწყენს.

ვერ ავაცალე იატაკებს ნატკეპნი წლები,
„დოესტევსკივით" მოწყენილი მეც ვიფურცლები,
ახლა რითმები მბოჭავენ და ვერაფრით ვტკბები,
ვრჩები იგივე, იმადვე და ვეღარუცვლელი..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1620 | დაამატა: koxo | ტეგები: რაღაც, meleqse, ყოლიფერი, poetebi, leqsebi, poeti, lela pagava, ჩრდილები, ლელა ფაღავა, ყველაფერი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0