Загрузка...
მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 5:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე


1:55 AM
მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე
ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და... წავიდა...

ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,
არადა, შეცოდება არ მინდა,
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და... წავიდა...

ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,
რეკდა მწუხარების ზარი და
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და... წავიდა...

იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი,
მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -
სიცოცხლემ ჩამიტარა
სიკვდილის გაკვეთილი,
გული მატკინა და... წავიდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1240 | დაამატა: koxo | ტეგები: გაკვეთილიდან გაკვეთილამდე, lqsebi, მორის ფოცხიშვილიi, leqsi, ლექსები, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0