01 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 01



პაოლო იაშვილი - ფიქრის სიმარდე


ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;
დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;
ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს
დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!

საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1464 / თარიღი: 2013-03-01 / 1:29 PM / პარასკევი

პაოლო იაშვილი – წერილი დედას


მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1883 / თარიღი: 2013-03-01 / 1:26 PM / პარასკევი

პაოლო იაშვილი - პირამიდები


იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3049 / თარიღი: 2013-03-01 / 1:22 PM / პარასკევი

მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი


უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1530 / თარიღი: 2013-03-01 / 1:18 PM / პარასკევი

მურმან ლებანიძე - სარეველა


ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს – კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად! < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1294 / თარიღი: 2013-03-01 / 1:12 PM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - ჩუმად


მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.

ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2148 / თარიღი: 2013-03-01 / 2:11 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი


შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,
სადაც ზღვა არი
ძმათა მრა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1374 / თარიღი: 2013-03-01 / 2:08 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - იარა


ჩემივე მოდგმის შემრცხვა,
გულზე რომ გადამიარა
ადამიანმა - მხეცმა
და მხეცმა - ადამიანმა.

მაინც მიშველა ერთმა,
როს მომიშუშა იარა,
ადამიანმა - ღმერთმა
და ღმერთმა - ადამიანმა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 2285 / თარიღი: 2013-03-01 / 2:05 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - არის


წყაროში არის სხვა წყაროც,
რასაც ვერ ხედავს თვალი,
არის ხილული სამყარო
და უხილავიც არის.

სტარტში - ტრასა და ფინიში,
ზარში - ზრიალი ზარის, -
არის სიცილი ტირილში
და სიხარულიც არის.

არის... ოცნებას ვინ გაშლის,
ქარში სისინებს ქარი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1295 / თარიღი: 2013-03-01 / 2:03 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - გულს ვიფიცებ


გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,
ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1371 / თარიღი: 2013-03-01 / 1:58 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - გაკვეთილიდან გაკვეთილამდე


ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2013-03-01 / 1:55 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - ლევილის მწუხრში


ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,
ხილვა იყო თუ გამოღვიძება,-
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონო
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა,
არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1336 / თარიღი: 2013-03-01 / 1:52 AM / პარასკევი

მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში


ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1476 / თარიღი: 2013-03-01 / 1:47 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - ნუ მწერ


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1305 / თარიღი: 2013-03-01 / 1:43 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - თოვლი


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1629 / თარიღი: 2013-03-01 / 1:39 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - მე მხოლოდ მახსოვს


მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1382 / თარიღი: 2013-03-01 / 1:35 AM / პარასკევი

მირზა გელოვანი - მასკარადი


მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.
კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.
ო, ეს შეხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1539 / თარიღი: 2013-03-01 / 1:28 AM / პარასკევი

ლევან ფანჯივიძე - მე დამესიზმრა


წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძვლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა - ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.

როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ,
მე დამესიზმრა - ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1631 / თარიღი: 2013-03-01 / 1:24 AM / პარასკევი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0