Загрузка...
მოდი, მივატოვოთ ერთმანეთ...... - 17 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 17 » მოდი, მივატოვოთ ერთმანეთ......


11:43 PM
მოდი, მივატოვოთ ერთმანეთ......
მოდი, მივატოვოთ ერთმანეთი, მერე მონატრება შევშალოთ...
გრძნობით გავარღვიოთ უკუნეთი, გულში არაფერი შევცვალოთ.
მერე, დამიძახე მონატრებულს, სითბო დამაწიე საშენო,
სულში სიყვარულად მონათებულს, ჩემში უშენობა გაჩვენო.
მოდი, სულ ცოტა ხნით მიმატოვე, ვითომ წახვედი და არ ვიცი...
და როს გამაგიჟებს სიმარტოვე, ნაცნობ ხეივანთან დაგიცდი.
როცა ბოლო სუნთქვა გაილევა, და როს ჰაერივით გინატრებ,
ირგვლივ ყველაფერი აირევა, უკან დაბრუნდი და გიმარტებ.
ისევ აპრილივით ავკვირტდები, სურნელს შემმატებენ ატმები,
მოხვალ, უცხოსავით მაკვირდები, მე კი, შენი მზერით დავტკბები.
არა, უშენობა არ მიხდება, ასე, ხუმრობაც კი მაშინებს,
ვიდრე სიხარული წამიხდება, გიხმობ, დამიბრუნდი მაშინვე.
ხვალეც, თუ გითხარი წადიმეთქი, არა –ნორმალური მიწოდე..
ოღონდ, არ გაგიწყრეს კიდევ ღმერთი და არ დამიჯერო იცოდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1857 | დაამატა: pawo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0