Загрузка...
სიკვდილთან შეხვედრა... - 18 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 18 » სიკვდილთან შეხვედრა...


5:36 PM
სიკვდილთან შეხვედრა...
პაემანი მაქვს წუთისოფლის გზაგასაყარზე,
მიწისქვეშეთის გამგებელი სიკვდილს მიპირებს...
ჟანგმორეული ჩემი სული,ოდესღაც რკინა
მივა სიკვდილთან,ვეღარ უძლებს ცოდვის ყივილებს!
ეშმა დემონთა საოცრება თაიგულს მიკრავს,
ჩემს სულს გეენის მწველი ალის საბანს ახურებს.
გადარჩენის გზა თითქმის უკვე აღარ არსებობს,
არ უნდა წასვლა! თუმცა ცოდვა მაინც აწუხებს...
უკან იტოვებს ამ ცხოვრების სინათლეს,შვებას,
ძილმორეული სამუდამოს ითხოვს სვენებას,
კვდება ოცნებაც,ყველა ფიქრი წარსულს მიჰყვება
ვკარგავ ყოველგვარ ამქვეყნიურ,ცოცხალ მშვენებას.
წინ კი სიბნელე,სამუდამოდ მარტოდ დარჩენა
და სინანულის აღზევება მელის მე თითქოს.
არა! გათავდა ყველაფერი და თვით განგებაც
სამარადისო სიბნელისკენ გზასაც თვით მითმობს...
არსებობს წამი ყველაფრისთვის კარგად მოსწრების,
ყველა ღიმილის,სიხარულის ხარბად შეგრძნების;
მე კი ვერ ვნახე წამი ესე ქვეყნად მოლხენის
და ახლა ვიცი,იმ შავეთში თუ რა მომელის.
ყველაფერს დრო აქვს გაწერილი,უნდა შეიცნო,
უნდა მოასწრო ამქვეყნიურ ტკბოთა შეგრძნება,
საპატიებელს ნუ მიანდობთ ცოდვის სამსჯავროს
მიუტევეთ და სიკვდილის წინ მოგეტევებათ!
და დგება წამი: „ყველაფერი გვიანი არის“,
წამი-ყველაზე მტკივნეული,ცუდი შეგრძნების,
თქვენ ხომ არ გინდათ ჩაუვარდეთ სიკვდილს კლანჭებში,
ხოდა იგრძენით არსებობა ქვეყნის მშვენების.
რომ მერე მშვიდი ღიმილით და სიტყვით: „მე მზად ვარ!“
უკან მოხედვის და სინანულის აღქმის გარეშე,
განვლილ ცხოვრებას ჩამოუშვათ თქვენ დიდი ფარდა,
როგორც გმირები სიკვდილის ბედს გმირულად შეხვდეთ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1425 | დაამატა: pawo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0