Загрузка...
დღეს რომ მეთქვა ანგელოზო მიყვარხარ !!! - 19 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:56 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 19 » დღეს რომ მეთქვა ანგელოზო მიყვარხარ !!!


5:15 PM
დღეს რომ მეთქვა ანგელოზო მიყვარხარ !!!
როცა მთებზე, თეთრმა თოვლმა ჩამოთოვა
ზამთრის სუსხი არემარეს აკრთობდა,
მაღლა ცაში უფლის ფეხთან დაჩოქილი
ერთი ბიჭი აღსარებას ამბობდა
ცოდვილი ვარ მაპატიე ღმერთო ცოდვა
ვიცი ძალზე გვიან ვითხოვ შენდობას
წუთისოფლის ორომტრიალს აყოლილი ვიცი
ბევრჯერ ვუღალატე შენს ნდობას
არ ვფიქრობდი არ ვჩქარობდი შენთან მოსვლას
რომ ვცოდავდი ძალზე გვიან ვხვდებოდი
იმის ნაცვლად შენს ბილიკებს გავყოლოდი
ცოდვილების სავალ გზაზე ვდგებოდი,
მე ამ დილით ჩემ სატრფოსთან მივდიოდი
უნდა მეთქვა ჩემი გულის ტკივილი
და ქუჩაზე გადასვლისას შემომესმა
მუხრუჭების საშინელი კივილი
და უეცრად აქ აღმოვჩნდი შენს წინაშე
მთელ სამყაროს გადავყურებ ზეციდან
სირცხვილი მწვავას მახსენდება ყველაფერი
რაც ცოდვები წამოვიღე ქვევიდან
ვიცი ღმერთო არ ვარ ღირსი მიტევების
მაგრამ ახლა გულით ვნანობ ყველაფერს
ვიცი ახლა გვიანია სინანული სამსჯავროზე
მე ვერ შევცვლი ვერაფერს, მაგრამ ერთს
გთხოვ გევედრები ამისრულო ,
სულ ცოტახნით დამაბრუნე მიწაზე,
ჩემს სხეულზე დამხობილი გოგო რომ სჩანს
მინდა ვიგრძნო მისი ხელის სინაზე
ვუთხრა ჩუმად: ჩუ ნუ სტირი სიხარულო
შენს სიყვარულს მე ღრმად გულში ვინახავ
შენთან ღმერთმა სამსჯავროდან გამომიშვა
დღეს რომ მეთქვა ანგელოზო მიყვარხარ !!! <3


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1358 | დაამატა: pawo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0