პატარა ქალო პატარა ქალო ასე რა გატირებს?ვინ დაგიობლა სული? ასეთი მწარე ნეტავ ვინ რა გითხრა?რომ დაგიმსხვრია გული. რატომ რატომ ტირი?უბედობის გამო?რომ არ გაგიმართლა ბედმა? რატომ?რომ კითხულობ?ყველა შეკითხვაზე, პასუხებს ვინ გაგცემს ნეტავ? ცხოვრება ხომ მზიმე ტვირთი არის,ტვირთი ვინ ჩამოგხსნა ნეტავ? ვინ გითხრა კიბეზე ერთხელ თუ ჩამოდი, იქ ვეღარ ახვალ მეტად. ოცნება და ფიქრები გულში ჩაგხვევია სევდად, პატარა ქალო ვინ მოგატყუა?ასე ვინ გაგწირა კენტად? ოცნება დაგიმსხვრიეს,ფიქრი გაგიმხილეს, გული ამოგგლიჯეს,სული დაგიფლითეს, ცრემლი გადენინეს,გულით აგატირეს, ვერ გაგახარეს ბედით? ასე უსულგულოდ შენი დატანჯვისთვის, მათ პასუხს მოთხოვს ღმერთი. შენი დატანჯვისთვის ის ვერ გაიხარებს, მას დაეკარგება გრძნობა, ხატიც არ მიიღებს ისე დაისჯება და არ შერჩება ცოდვა, უღვთოდ დარჩენილი სული ვერ იხარებს, გულს ვერ გაგიმარტლებს სიტყვა, ამ მწარე ცრემლებს სიტყვა ვერ დაატკბობს,რაც კი არუნდა გითხრას, ასეთი ბედი,რით დაიმსახურე?რატომ დაიჩაგრე ნეტავ ბედმა განსაცდელი რატომ მოგივლინა ამ სახით ტკივილით სენად, მაგრამ არასოდეს არუნდა დაეცე!შენ უკვე გქვია დედა! პატარა ქალო მხოლოდ მას უცქირე მხოლოდ ის ინატრე მარტო, და არასოდეს მას არ გაუღიმო,ვინც შენ დაგიობლა სული, თუკი ოცნებებში დახატო ცხოვრება,ცხოვრება სახელად ‘’რთული’’ ის არ დაგავიწყდეს,რომ ამ სირთულეს,მხოლოდ ამარტივებს შვილი, შვილი სიყვარულის და სიცოცხლის წყარო ყველაზე ანკარა და სუფთა, მხოლოდ შვილის გამო განვლევ ამ ცხოვრებას,მხოლოდ შვილის გამო თუნდაც, და პატიება?მონანიება?ეს ზედმეტია უკვე!ჩემი გული მოკვდა,გული დამიმარხეს, შენი სიყვარულიც გაჰყვა,ჩემი სიყვარული,რომელიც მე მიყვარდა, როგორც სანთელი ისე ჩაიწვა და ჩაქრა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..