Загрузка...
ეს ცხოვრება ზღაპარია - 20 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 20 » ეს ცხოვრება ზღაპარია


7:27 PM
ეს ცხოვრება ზღაპარია
ეს ცხოვრება ზღაპარია ჯიმა,
ზღაპარია ჯიმა ძველისძველი,
ვიცი, ბედმა რომ არ გაგიღიმა,
მაგრამ ნაღველს სიყვარული შველის.

ციდან ოქროს ფანტელები ცვივა,
გვირილებით მოიჩითა ველი,
გაერევა ზოგჯერ ცრემლის წვიმა,
მაგრამ ცრემლსაც სიყვარული შველის.

ქვეყნად ყველა თავის ბედზე ჩივა,
სულ ერთია, ბრძენია თუ ხელი,
გულს უწამლე, სანამ დროა, - მტკივანს,
ტკივილს მხოლოდ სიყვარული შველის...

დაიჭიმა ყველა ნერვი სიმად,
მოდის დარდი, დარდი - შენი მცველი,
ვინმე უნდა შეიყვარო, ჯიმა,
მარტოობას სიყვარული შველის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1566 | დაამატა: pawo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0