მთავარი » 2013 » მარტი » 20 » მოგდომებია როსმე ტირილი? როდესმე ცრემლი მოგნატრებია?
7:30 PM მოგდომებია როსმე ტირილი? როდესმე ცრემლი მოგნატრებია?
|
მოგდომებია როსმე ტირილი? როდესმე ცრემლი მოგნატრებია? თუ გყვარებია ოდესმე ვინმე, ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.
ღამე მთვარესთან გითენებია? ზღვასთან თამაში თუ გყვარებია, წვიმაში თმები დაგსველებია? თვალები ცრემლით გისველებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია, ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერა მოგნატრებია?
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში, თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? ნამტირალევს თუ გაგღიმებია?
თუ გყვარებია წიგნი ოდესმე, ოდესმე ლექსი თუ გყვარებია?
ქალი ხარ, თვალებში გიელავს სიბილწე, თამაშობ ბედით და განგებით მარტივად. ზეციდან თითებით ჩამოხსნი სიმშვიდეს, თუმც რაში გარგია სიმშვიდე? - მარტი ხარ.
შენს ტუჩის კიდეზე დაყრდნობილ სიგარეტს შიში აქვს დროის და შეხებას ნებდება, ჯერ კიდევ ცხრამეტი ღერია კოლოფში და ეს მარტოობაც სისხლივით დედდება.
ჰო, ასე გართობით თამამად მიიწევ, შენ ერთადერთობა გარგუნა ცხოვრებამ, და მიდის წუთები ტკივილად ნაჩენი სადღაც კი განცდები იქცევა ცოდვებად.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1521 |
დაამატა: pawo
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|