Загрузка...
oto gurgenishvili - ცხოვრების რელსები - 22 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 22 » oto gurgenishvili - ცხოვრების რელსები


10:56 AM
oto gurgenishvili - ცხოვრების რელსები
კვლავ დათვრებიან ბახუსი ბოთლები,

კვლავ გამოირბენს კუპე რელსებად,

შიგნით ქალი და ორჯერ მოვკვდები,

თუ არ ავყვავდი მწიფე ლექსებად.



მატარებელი,ბნელ გვირაბს გაურბის,

ბაქანის გუგუნზე ნერვივით თამაშობს,

ყრუ მაგრამ საოცარი,ხმაური გაუდის

თავს იკლავს თან არა,მიზანი გარდა-შობს,




მოსწყდება წლები ცხოვრებას ჰოდა,

ახალ სიცოცხლეს ჩავუყრით დასაბამს.

ჩვენ გავმრავლდებით სოფელში ოდად,

მომავალს ვუანდერძებთ ჩვენივე ნასახლარს.





ცხოვრების მონაკვეთი,ჩარლტონის იერით

თამაშგარეში მაინც რომ დაარტყამს

კამკამა ვენები შევცვალე ხნიერით

დიდხანს დეპრესია,ტრაგიკოს წააგავს.





პესიმისტი ხარო მეტყვიან ქუჩაში,

მე კი მსახიობსაც მინდა შევედარო

ოპტიმისტ მეორე მეს ვმალავდი მუჭაში,

მინდა პოეტს ქალებს ქუჩებში შევეყარო !!!





ზურმუხტის დაფ–დაფებზე არჩევანს მიმოვკაზმავ

დაცვარულ თიხის ლექსებს ილიას სახლში დავდებ

სიკეთეს შევიგრძნობ და გავყოფ ლიორკასთან

არადანს მიმოვფენავ რელსებზე სისხლს რომ დავლევ.





მაშინაც პესიმისტი ლოთი გეგონებით?

მერმეც მიქილიკებთ კაეშანს წუთისოფლის?

მხოლოდ მაღალ ღმერთის იერის შეგონებით

მიხვდებით რომ მათხოვარს სათხოვრად წუთიც ყოფნის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1678 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: cxovreba, ckhovrebis relsebi, ცხოვრების რელსები, პოეტური კოქტეილი, ckhovreba, მეცამეტე თვის პოეტები, ოთო გურგენიშვილი, matarebeli, cxovrebis relsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0