Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - დაძალებული ტრადიციები ( ანუ დამახინჯებული ქართველობა) - 22 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 22 » ოთო გურგენიშვილი - დაძალებული ტრადიციები ( ანუ დამახინჯებული ქართველობა)


12:53 PM
ოთო გურგენიშვილი - დაძალებული ტრადიციები ( ანუ დამახინჯებული ქართველობა)
აღარ გვიზიდავს ვნება ოდაში,
არ ვეგებებით კოცნით ალიონს,
უკვე მოძველდა გრძნობა მოდაში,
მინდა ფრაზებმა რითმა არიოს.

ვარქმევთ სიყვარულს,ვკოცნით ტუჩებში,

სულ არ გვაღელვებს სხვისი აზრები,
დავიზლაზნებით არყით ქუჩებში,
შევსებას ითხოვს ბლანკი ხაზები.

საკურთხეველთან ოქროს ბეჭედით,
პულსსაც ვუსინჯავთ საცოლის მაჯას,
მზად ვართ ოჯახი ვზიდოთ ბეჭებით,
კაცურად შევხვდეთ საკადრის გარჯას.


მოვლენ სტუმრები,აბა ადექით,
გზა დაულოცეთ ნაშვილებ ოჯახს,
ჭიქა ღვინისგან სმაზე ნაცეკვი,
ისევ აყვება დალოცვა მოდას.

დაგლოცავთ შვილო ,დაგლოცავთ ღვინით
თქვენთვის ეხაროს ტირიფებს ბაღში
მერე წახვალთ და შურით და ჟინით,
იტყვით რა უშნო ცოლი მყავს სახლში.


თუ არ გიზიდავთ ოცნება ჩვენით?!
თუ ბედნიერობთ ჩვენი ანშლაგით?!
თუ გეზარებათ სტუმრობა ძღვენით?!
მოდიხართ მხოლოდ გემოდ ხაშლამის.

ვინმე გაძალებთ მლიქვნელ სახეებს?
რომ ამახინჯებით წარსულის ადათს?
თეთრ სურვილს ვახვევთ სხვა ნატვრის ხეებს
ევას ცოდვისგან რა ერგო ადამს?

ქორწილის სასრულს ვიღას ახსოვხარ?
ნეფე-დედოფალს ვინღა უყურებს?
მუშტებს იქნევენ ამ დღის სახსოვრად
თამადა მორიგ ფარსებს ბლუყუნებს.

მიყვარს სამშობლო,განა მტერი ვარ?
უბრალოდ სულს მძაგს ორპირი გული,
გოგოს მოსწონხარ მაგრამ ნული ხარ
თუ სასთუმალთან არ გიდევს ფული.


ფასეულობას მაშინ ვაფასებთ
როცა ოქრო და ცხონება დაგვდევს,
მხოლოდ მაშინღა ვნატრობთ აფხაზეთს
ღვინის სურნელი მთვრალად რომ აგვრევს.

ჰოდა მეც მივიღე გადაწყვეტილება,
თქვენ იბატონეთ,სტატუსით ცბიერი,
სანამ სულის ტალღა ამეწყვეტინება,
ცხოვრებას გავუყვები სიკეთით მშიერი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1637 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: dadzalebuli, tradiciebi, damaxinjebuli, qartveloba, leqsebi poezia, ანუ, ოთო გურგენიშვილი, დამახინჯებული ქართველობა, დაძალებული ტრადიციები, oto gurgenishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0