მთავარი » 2013 » მარტი » 22 » ოთო გურგენიშვილი - ჩვენი ბავშვობის ფოტო
1:37 PM ოთო გურგენიშვილი - ჩვენი ბავშვობის ფოტო
|
უკვე გადასცდა თორმეტს, თითქმის პირველიც ხდება, საათის წიკწიკს მონებს შენი მთლვრემარე ვნება. გიყურებ როგორ გძინავს კულული დაგთრევს მკერდზე შენი ბაგენი გმინავს, როდესაც გკოცნი ხელზე. სული კაეშნად ბორგავს როცა ვიხსენებ წამებს. წიფელს მტევნებად ფოთლავს, თუ ისმენს მარტის გამებს. მიყვარს მე შენი სუნთქვა შენი ნაკვთები,ყველა, ლოყის კუთხეში ბრწყინავს შენი ანცობის თვლემა. თვალი დახუჭე ჰოდა მეც გამერია ვნება. ჩვენ ეხლა გვინდა ოდა, კრამიტს ფიფქი რომ დნება. გვინდა ბავშვობის ფოტო, ჩვენ ორნი ბებოს ბაღში. ლარად ნაყიდი ლოტო, თამაში შენთან სახლში. მახსოვს უპირო შეშა, ჩემი ალუბლის ცულით, შუაზე რომე ეშვა, შენი შექების სუნი. შენთან მოკრეფილ ყურძენს დღესაც არ აჭკნობს გრძნობა, ჩვენ ერთმანეთით ვუძლებთ, რაც კი გვინახავს მტრობა. აისს ოცნებად გავწვეთ, მთვარეს მოვაგდოთ ღამე, მზის ცხელ სხივებში ჩავწვეთ, და ნისლს მოვპაროთ რამე. თენდება ისევ ისე, შენ კი კვლავ ნაზად გძინავს, თორმეტს გადასცდა ისევ, ვნება კვლავ მორცხვად გმინავს !!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1465 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: chveni, mecamete tvis poetebi, პოეტური კოქტეილი, poeturi koqteili, ჩვენი ბავშვობის ფოტო, მეცამეტე თვის პოეტები, ოთო გურგენიშვილი, oto gurgenishvili
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|